სამადაშვილი: როგორ წარმოედგინათ წინაპრებს საქართველო — უნდა გაიქცეს ყველა, ვისაც გადარჩენა სურს?!
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართავს, მათი აზრით, როგორ საქართველოში სურდათ ცხოვრება წინაპრებს, რომლებისთვისაც დამოუკიდებლობა სანუკვარი ოცნება იყო.
"ხვალ 26 მაისს რომ აღვნიშნავთ, თქვენი აზრით, ჩვენს წინაპრებს, რომლებისთვისაც სანუკვარი ოცნება იყო მართლაც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ევროპის ნაწილი იქნებოდა. ამ ხალხს როგორ წარმოედგინა ჩვენი სახელმწიფო, საქართველოდ ქართველების გარეშე? უნდა გაიქცეს ამ ქვეყნიდან ყველა, ვისაც გადარჩენა უნდა თუ არ არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული და შესაბამისად, დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე?", — განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან თქვა ისიც, რომ ქართული ოცნების დეპუტატები განცხადებებში საუბრობენ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც მისთვის წარმოსახვითი სახელმწიფოა.
"მეორე, მესამე კვირაა აქ ვსხედვართ და მგონია, რომ რაღაც პარალელურ სამყაროში ცხოვრობთ, ძვირფასო კოლეგებო და არ იცით, რა ხდება ქუჩაში, არ იცით, სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, არ იცით, რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვისმენ ამ დარბაზში თქვენს ოდიოზურ სადღეგრძელოებს, რომელიც შეურაცხმყოფელია ჩვენი მოქალაქეებისთვის", — თქვა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ორი საქართველოა — ერთი ქართული ოცნება და მეორე ის, სადაც ცხოვრობენ მოქალაქეები. მისი თქმით, ამ ორ ქვეყანაში სრულიად სხვადასხვა რამ ხდება.
"ის საქართველო, რაც არის ჭიათურაში, ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, ის ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან ვერ გაიგეს პასუხი ვერცერთ შეკითხვაზე, რომელიც უკავშირდება ჰესის მშენებლობას და დასცინის თქვენი პრემიერმინისტრი და ბნელებს ეძახის, იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს მათ შეკითხვებს, თქვენგან, აქ რომ სხედხართ, ითხოვს პასუხს და ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში", — თქვა დეპუტატმა.
სამადაშვილი დაინტერესდა, რატომ არ იწვევს შესაბამისი კომიტეტი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს და რატომ არ პასუხობს კითხვებს, რომლებიც მოსახლეობას ლეგიტიმურად აქვს.
"რას აკეთებთ აქ და რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს?!", — მიმართა მან დეპუტატებს.
სამადაშვილმა ისაუბრა დასაქმების სააგენტოს ხარჯებზეც და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, უწყება ვერ იცლის იმ ხალხისთვის, რომელიც ხელისუფლებამ "მონური შრომისთვის" ევროპაში "გაისტუმრა".
"მონური შრომისთვის რომ გაუშვით ხალხი და ყურადღებას რომ არ აქცევთ და ადამიანებად არ თვლით, თქვენი საკონსულო სამსახურით დაწყებული და დასაქმების სააგენტოთი დამთავრებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ხარჯავენ ასობით მილიონს და რაში, არავინ იცის. არ მესმის, რატომ არ გაინტერესებთ, რომ მოიწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასაქმების ეროვნული სააგენტო და გაიგოთ, ეს ხალხი გაჭირვებაში რომ არის გერმანიაში ჩავარდნილი, ვინ არის მათი პატრონი, ისინი არ არიან თქვენი თანამოქალაქეები?", — თქვა სამადაშვილმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები