პირველ კვარტალში საჯარო მოხელეების ხელფასებზე 479 მილიონი ლარი გაიცა — როგორ იხარჯება ხაზინის თანხები
ფოტო: On.ge
2021 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან ხელფასებზე 479 მილიონი ლარი გაიცა, საიდანაც 69,4 მილიონი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურება იყო. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, წელს შრომის ანაზღაურებისთვის 50,7 მილიონი ლარით, ანუ 11,8%-ით მეტი თანხაა გაცემული.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტიდან სულ 3,1 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემთან შედარებით 352,6 მილიონი ლარით, ანუ 12,8%-ით მეტია.
გარდა შრომის ანაზღაურებისა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში საქონლისა და მომსახურების, გადასახდელი პროცენტების, სუბსიდიების, გრანტებისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯების შესახებაც არის საუბარი.
საქონლისა და მომსახურებისთვის მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 335,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 43,3 მილიონით, ანუ 14,8%-ით მეტია. ამ თანხაში შედის შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასებიც. რაც შეეხება პირველ კვარტალში ამ კატეგორიისთვის გაწეულ სხვა ხარჯებს, მათი ჩამონათვალი ამგვარია:
- ოფისის ხარჯები — 48,9 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 2,8% (1,4 მილიონი ლარი);
- სამედიცინო ხარჯები — 48 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 123,5% (26,5 მილიონი ლარი);
- კვების ხარჯები — 22,2 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 5,2% (1,2 მილიონი ლარი);
- ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები — 21 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 16,2% (4 მილიონი ლარი);
- რბილი ინვენტარისა და უნიფორმის ხარჯები — 16,7 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 283,9% (12,3 მილიონი ლარი);
- მივლინება — 13,9 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 10,2% (1,6 მილიონი ლარი);
- წარმომადგენლობითი ხარჯები — 2 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 34,2% (1,1 მილიონი ლარი);
- სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენის ხარჯები — 34,8 ათასი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 98% (1,7 მილიონი ლარი);
- ამ კატეგორიის სხვა ხარჯები — 93,7 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 3,4% (3,1 მილიონი ლარი);
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ პერიოდში ვალდებულებებისთვის დასაფარად გაწეული საპროცენტო ხარჯი 12,5 მილიონი ლარით, 181,5 მილიონამდე გაიზარდა. აქედან, საგარეო ვალის მომსახურებისთვის 57,9 მილიონი, ხოლო საშინაო ვალის პროცენტის დასაფარად 123,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება სუბსიდიებს, ამ მიმართულებით მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 158,1 მილიონი ლარი მიიმართა, რაც 32,6 მილიონით (25,9%) მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დოკუმენტი ასევე მოიცავს გრანტებისთვის გადახდილ თანხებს და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ პირველ კვარტალში ხარჯების საერთო მოცულობა 24,1 მილიონით (18,1%) შემცირდა და 108,8 მილიონი ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტის ვრცელი ნაწილი სოციალური უზრუნველყოფისთვის გაწეულ ხარჯებს ეხება. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მიმართულებაზე 1,5 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა. გასული წლის პირველ-სამ თვესთან შედარებით კი, სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები 184,8 მილიონით, ანუ 14,4%-ით არის გაზრდილი.
2021 წლის იანვარ-მარტში სოციალურ უზრუნველყოფაზე ფინანსები დაიხარჯა შემდეგი მიმართულებებით:
- მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა — 638,9 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 9,5% (66,8 მილიონი ლარი);
- მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება — 203,8 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 4,4% (8,7 მილიონი ლარი);
- მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა — 175,5 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 28,3% (69,3 მილიონი ლარი);
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში პროგრამები — 152 მილიონი ლარი. ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 251,5% (108,7 მილიონი ლარი);
- დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება — 55 მილიონი ლარი. კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან — 5,2% (3 მილიონი ლარი);
გარდა ამისა, სხვა ხარჯებში მიმდინარე წლის სამ თვეში 438,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 65,2 მილიონი ლარით, ანუ 17,4%-ით მეტია.
ხარჯების განაწილება აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი რაოდენობის თანხა სოციალურ უზრუნველყოფაზე (47,4%), შრომის ანაზღაურებასა (13,2%) და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე (10,8%) დაიხარჯა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები