ზურაბიშვილი: ვამაყობ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, ვინც ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით ჩავიდა
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში თავის ვიზიტს ისტორიული უწოდა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს და პრესის შეკითხვებს უპასუხეს.
"დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ურთიერთობებში. მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პირველი ვიზიტით ამ ქვეყანაში და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და საპატიოა.
ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ორიოდ წელს ითვლის, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში, დავრწმუნდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილს საუბარი ჰქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, ადამიანების გატაცებასა და ახლახან უკანონოდ დაპატიმრებულ გახელაძის საკითხზე.
"ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ესკალაციისა და დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის პირდაპირი ნიშანია. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი საერთო რამ აერთიანებს. ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია თქვენსა და ჩვენს მიერ არჩეული გზაა და ამ გზაზე წარმატებული სვლისათვის მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა და მითუმეტეს, იმ ქვეყნისა, რომელმაც ეს გზა ახლახან გაიარა. ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას საქართველოს გაუზიაროს ევროინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის მაგალითის და იმედის მომცემია", — აცხადებენ ზურაბიშვილის პრესსამსახურში.
მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის მილიტარიზაციის პროცესზე.
"პასუხი ამ ესკალაციაზე არის ერთი. 14 ივნისს NATO-ს სამიტზე გზავნილები უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი. საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის ნათელი პერსპექტივის შექმნა რეალური და არაკონფრონტაციული პასუხია ამ მოვლენებზე. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ასევე, გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დაძვრა და გაღრმავება. რამდენიმე წუთის წინ, ბატონ პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ათავისუფლებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან. ამ შეთანხმებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას და გავაძლიერებთ ტურიზმს, ვაჭრობასა და ეკონომიკას", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა თავის კოლეგას შესთავაზა, პატარა ქვეყნები გაერთიანდნენ და თავიანთი ხედვების ერთგვარი კონსოლიდაცია მოახდინონ იმ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, ან გარემოს დაცვა. სადაც, პატარა ქვეყნების სიტყვა, თუ ის ერთიანი არ იქნება, ალბათ ვერ იქნება მოსმენილი დიდი პარტნიორების მიერ.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის განცხადებით, ეს პირველი და ისტორიული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ცოტა ხნის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას მოჰყვა.
"სიმბოლურად, ჩვენ მნიშვნელოვანი იუბილე გვაკავშირებს — ორივე ქვეყანა — ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო დამოუკიდებლობის 30 წელს აღნიშნავენ. პანდემიამ შეცვალა დაგეგმილი შეხვედრების დინამიკა, თუმცა ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი, დაკარგული დროის ანაზღაურების შესაძლებლობაა... მჯერა, საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტით ჩვენს მეგობრულ ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიას ვწერთ", — განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ.
დღეს, 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 10 მაისს დაიწყო. ზურაბიშვილის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია სულავა;
- საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი;
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი;
- საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში, თამარ ლილუაშვილი;
- პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი
- და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები, ასევე, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონი ვილა ვოდნოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები