GPB-ის კვლევა წითელ ზონაზე: გადაცემა ნებისმიერ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაამშვენებდა
ფოტო: რადიო თავისუფლება
„ასეთი გადაცემა ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაამშვენებდა,“ - ეს შეფასება გადაცემა წითელმა ზონამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ საექსპერტო და თვისობრივი პანელური კვლევების შედეგად დაიმსახურა. თუმცა, მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ გადაცემების გადარჩევის ხედვა გამოაქვეყნა, რომელითაც წითელი ზონა არარეიტინგული გადაცემაა და დასახური გადაცემების ჯგუფში მოხვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი პროექტის - წითელი ზონის წამყვანი, გოგი გვახარია ფეისბუკის საშუალებით მაუწყებლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც მის გადაცემას ეხება.
კვლევაში მონაწილე ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გადაცემა ერთგვარ დღის წესრიგს ქმნის და ისეთ თემებს აშუქებს, რითაც სხვა მედიასაშუალებები არ ინტერესდებიან. ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ გადაცემა სანდო და მიუკერძოებელია.
კვლევის შედეგებში ვკითხულობთ: „ეს ის გადაცემაა, რომელიც ყველამ იცის, თუმცა გადაცემის რეალური მაყურებელი „ზრდასრული ასაკის, ლიბერალური ღირებულებების მქონე“, „ ინტელექტუალი (დაბალი ან საშუალო შემოსავლიანი) ადამიანია, რომელიც მედიას უყენებს მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს.“
ექსპერტების აზრით, გადაცემა შემეცნებითი ხასიათისაა, რომლის მიზანი წარსულისა და თანამედროვეობის კვლევაა, ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, ჰუმანისტური, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას, ასევე შეფასებითი ხასიათის უნარების გამომუშავებას.
„ეს არის გადაცემა, რომელიც დაინტერესებულ მაყურებელს მუდამ ტოვებს „ფიქრის პოზაში,“ - აღნიშნავდნენ კვლევაში მონაწილე ექსპერტები, რომელთა აზრითაც, გადაცემაში ყოველი თემა სიღრმისეულად განიხილება.
„წითელი ზონის“ სანახაობითობას პირველ რიგში წამყვანისა და სტუმრების ქარიზმატულობა განაპირობებს: “გადაცემის წამყვანი ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული სახეა საქართველოს მედიასივრცეში, მაგრამ მას ტოლს არ უდებენ ხოლმე მის მეირ შერჩეული სტუმრები,“ - ვკითხულობთ კვლევის შედეგებში, სადაც წერია, რომ გადაცემა მიმართულია საზოგადოების ინტერესებისკენ, მიზანმიმართულად მუშაობს სტიგმატიზირებული საკითხების, თემებისა და სოციალური ჯგუფების ინტეგრაციისთვის.
ექსპერტების ნაწილმა გადაცემის სახელთან - წითელ ზონასთან დაუკავშირეთ აღნიშნა, რომ მას ნეგატიური კონოტაცია აქვს და უფროსი თაობებისთვის არის გასაგები. გარდა ამისა, ერთი ექსპერტი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ გადაცემა პლურალიზმის პრინციპზე არ არის დამყარებული.
პანელური თვისობრივი კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ დისკუსიის მონაწილეთა აზრით, გადაცემა წითელი ზონა გათვლილია მაყურებელთა მცირე სეგმენტზე, გადაცემა ნიშურია და არ ცდილობს ფართო აუდიტორიის მოზიდვას, მისი მაყურებელი არის მოაზროვნე, ბევრი თავისუფალი დროის მქონე, წიგნის მოყვარული, განათლებული, უფროსი ასაკის ადამიანი, რომელსაც აქვს ფუფუნება დრო დაუთმოს დიდი ქრონომეტრაჟის გადაცემას, რომელიც ნაკლებად ეხება ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პროცესებს და საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ თემებს, ან მხოლოდ მსუბუქი პარალელებით შემოიფარგლება.
კვლევამ აჩვენა, რომ წითელი ზონა აღქმულია როგორც რადიოს ფორმატის გადაცემა, ვიდეომასალა იმდენად მცირე დოზითაა, რომ დისკუსიის წევრებს არ დაამახსოვრდათ, არ არის ჩართვები და ეფექტები, ანუ ყველაფერი ის, რაც ტელეგადაცემას განასხვავებს რადიოგადაცემისგან.
დისკუსიის მონაწილეთა აზრით, გადაცემა წითელი ზონა საზოგადოებისთვის საჭირო გადაცემაა, ის უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თუმცა სასურველია განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
- შეიქმნას სახასიათო სტუდია, რომელიც გაწყობას შეუქმნის მაყურებელს , კიდევ უფრო დასამახსოვრებელს და ეფექტურს გახდის გადაცემას;
- გაკეთდეს მეტი აქცენტი ტექნოლოგიური სიახლეებზე, მულტიმედიური ფორმატების, მრავალფეროვანი კადრების გამოყენებაზე;
- მეტი კონტაქტი საზოგადოებასთან მათთვის საინტერესო თემების შესარჩევად, რაც გაზრდის მაყურებლის ჩართულობას;
- თემების შერჩევის დროს სასურველია გათვალისწინებული იქნას ფართო აუდიტორიის ინტერესებიც, რათა გაფართოვდეს სეგმენტი და მოიცვას მაქსიმალურად ბევრი მაყურებელი;
- გადაცემის პრომოუშენის საკომუნიკაციო ენა გათვლილი იყოს ახალგაზრდა მაყურებელზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი, თიკო ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ კვლევა 2015 წელს ჩატარდა და მისი მიზანი იყო გადაცემების შეფასება და მათი გაუმჯობესება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები