გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელია ციხეს 5 მაისს დატოვებს — რას ამბობს ადვოკატი
ფოტო: ნიკა მელია. Facebook
TV პირველმა გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სამშაბათს, 4 მაისს ადვოკატები მოინახულებენ, ხოლო, ოთხშაბათს, 5 მაისს იგი, სავარაუდოდ, საპატიმროს ევროკავშირის გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად მელიას ადვოკატებსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოს ოფისს დაუკავშირდა.
ევროკავშირის ოფისში ინფორმაციას არ ადასტურებენ. რაც შეეხება მელიას ინტერესების დამცველებს, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მელიასთან ვიზიტს ადასტურებს, თუმცა, მისი სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
"სამშაბათს ჩვენ შევდივართ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს არის ჩვეულებრივი ვიზიტი. თითქმის ყოველ დღე, მას ვხვდებით რუსთავის ციხის შენობაში.
რაც შეეხება რაღაცა დოკუმენტზე ხელმოწერას, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეგეთი პროცედურა, რომ გირაოზე წინმსწრებად თანხმობა გამოხატო, არ არსებობს. შესაბამისად, არც ამ მიზნით არ არის ჩვენი ვიზიტი დაგეგმილი რუსთავის მე-13 დაწესებულებაში", — განაცხადა საძაგლიშვილმა On.ge-სთან.
იგი ამბობს, რომ ხელისუფლებას მოუწევს მელიას გათავისუფლება, თუმცა როდის და რა მექანიზმით, ჯერჯერობით არ იცის.
"მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურს, მოუწევს უახლოეს მომავალში ნიკა მელიას გათავისუფლება საპყრობილიდან. პოლიტიკური ტყვეობიდან. ეს როდის იქნება, კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია.
ხელისუფლებამ დააპატიმრა და დარწმუნებული ვარ, მოუწევს ახლო მომავალში მისი გათავისუფლება. რა ფორმით გააკეთებს ამას, ჩვენთვის უცნობია", — ამბობს ადვოკატი.
გუშინ, 1-ელ მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად რუსთავს ციხეში პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე მივიდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ევროკავშირის გირაო უპრეცედენტოა და ამას მელია იაზრებს.
26 აპრილს თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ პარტიები 20 ივნისის შესახებ ამნისტიას გაითხოვენ.
გაიგეთ მეტი:
-
მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს
გადახედვა
-
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ 6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
გადახედვა
-
როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? აი, მისი წარმოშობის ისტორია როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? აი, მისი წარმოშობის ისტორია
გადახედვა
-
ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა? ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?
-
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
-
გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს
გადახედვა
-
გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა
-
სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო
გადახედვა
-
ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
-
როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს
-
ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
კომენტარები