ჩვენ რუსეთიდან ტურისტებს ველით და არა ჰიბრიდული ომის მონაწილეს, ან ჯარისკაცის ჩექმას — უგულავა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, რუსეთიდან ტურისტებს ელის და არა ჯარისკაცს, ტანკს და ჰიბრიდული ომის მონაწილეს.
"ჩვენ რუსეთიდან ტურისტებს ველით და არა ჯარისკაცის ჩექმას, ან ტანკს, ან საბრძოლო თვითმფრინავს, ან ჰიბრიდული ომის მონაწილეს. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ვლადიმერ პოზნერი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მე დავიბადებოდი, 70-იანი წლების დასაწყისიდან იყო ...
სხვათა შორის ნიშანდობლივია, რომ მას ტასის [რუსული საინფორმაციო სააგენტო] გენერალური დირექტორი ახლდა თან, იმიტომ, რომ ტასიც საგარეო ასპარეზზე იცავდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს და ამას ემსახურებოდა ზუსტად, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ვლადიმერ პოზნერი", — განაცხადა უგულავამ TV პირველის ეთერში.
ასე გამოეხმაურა უგულავა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ტურიზმს.
"დღეს ხელისუფლების და ღარიბაშვილის პათოსი იყო ის, რომ თითქოს ჩვენ ვუშლით ტურისტებს ხელს საქართველოში შემოსასვლელად. ამავე დროს, გამოვიდა მდინარაძე და ამბობს, რომ მოდით, თუ გინდათ ვიმსჯელოთ და საერთოდ არავინ არ შემოვუშვათ რუსეთიდან ტურისტი და ასევე, გვეუბნება ქილიკით, რომ თურმე ომის მერე წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად სავიზო რეჟიმი გააუქმა. დიახ, ეს ასე იყო და სწორიც იყო ეს გადაწყვეტილება", — ამბობს უგულავა.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ პროტესტში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ტურისტების ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის მნიშვნელოვანი ტურისტული სექტორისთვის და ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი ხალხისთვის", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მსგავსი პათოსი ჰქონდა დღეს ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთ ლიდერს, ფრიდონ ინჯიასაც. მისი თქმით, პოზნერი შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. ინჯია ამბობს, რომ როდესაც საქართველო ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება, მსგავსი პროტესტები ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს.
რაც შეეხება, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს — მან განაცხადა, რომ შეიძლება ვიმსჯელოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის საქართველოში შემოშვების საკითხზე, ოღონდ, იქამდე უნდა ვიმსჯელოთ, შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.
"სირცხვილია" — ასე გამოეხმაურა პავილიონისი მდინარაძე ტვიტერზე.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველო 1-ელ აპრილს, გამთენიისას, დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები