წულუკიანი გახარიაზე: არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა — ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეა წულუკიანის ამბობს რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკიდან წასვლა ძალიან გაუკვირდა, თუმცა ამატებს, რომ კიდევ უფრო გაუკვირდა მისი დაბრუნება.
"ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. მე არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ, გამიკვირდა, ამას ვიტყვი", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.
გარდა იმისა, რომ გაუკვირდა, წულუკიანი ამბობს იმასაც, რომ იმედი ჰქონდა გახარია პოლიტიკაში აღარ დაბრუნდებოდა.
"ბევრი ამბობდა, მათ შორის, მედიასივრცეში სულ ამაზე იყო საუბარი, რომ ის დაბრუნდება, ის ჩაუდგება ქართულ ოცნებას ოპოზიციაში და ა.შ. რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, მე გეტყვით, რომ იმედი მქონდა, რომ ის ამას არ გააკეთებდა", — ამბობს წულუკიანი.
მისი თქმით, გახარია თუ პოლიტიკაში დაბრუნდება, ის, თავისთავად, იქნება ქართული ოცნების ოპოზიცია. თუმცა, წულუკიანი ფიქრობს, რომ ეს ვერ დააზიანებს მმართველ გუნდს.
"ის თუ შემობრუნდა და როგორც ჩანს, მას ეს გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ეს საინტერესო იქნება. მე ვერ ვიტყვი, რომ ქართული ოცნებისთვის ეს საზიანო იქნება — ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია", — აცხადებს წულუკიანი.
იგი ამბობს იმასაც, რომ გახარიას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და ვარაუდობს, რომ ეს კითხვები მისთვის კომფორტული არ იქნება.
"მე მგონია, რომ ჯობდა არ წასულიყო. რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს [...] იქნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს და ეს რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, მე არ ვარ დარწმუნებული. თუმცა, წარმატებას ვუსურვებ", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
ის, რომ გახარიას კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძეც. მისი შეფასებით, თუ გიორგი გახარიას უნდა პოლიტიკაში დარჩენა, პასუხი უნდა გასცეს მისი მისამართით დასმულ კითხვებს.
დღეს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
"გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", — უთხრა ჟურნალისტებს გახარიამ.
გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაბის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
გაიგეთ მეტი:
- ახალი ძალა თუ ქართული ოცნება 2 — რას ფიქრობენ გახარიას პოლიტიკურ მომავალზე
- ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი — კაპანაძე გახარიაზე
- ვოლსკის თქმით, "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის" გადაწყვეტილებებზე გახარიას მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა
- გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ვერ იქნება — ჯაფარიძე
- თუ იმავე წარმატებით განაგრძნობს ოპოზიციაში მოღვაწეობას, იქნება მხოლოდ კარგი — დავითულიანი გახარიაზე
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები