Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად აღიარა
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ავტორიტეტული, საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაიმარჯვა გამჭვირვალობის ნომინაციაში, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს — განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2020 წელს ფინანსური განათლების ახალი ვებგვერდის — FinEdu-ს ამუშავება ცენტრალურ ბანკში გამჭვირვალობის რევოლუციური გარდაქმნებისკენ მიმართულ ინიციატივებიდან უახლესი იყო. ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი 2016 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის დანიშვნას მოჰყვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტის აზრით, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის გაუმჯობესების სტრატეგიის მიზნის პრიორიტეტულ ნაწილს ეროვნული ბანკის მიერ გაზიარებული ინფორმაციის როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს", — ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა Central Banking-ი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინიციატივით, გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გადადგმულ ნაბიჯებს.
Central Banking-ის კონკურსი საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. გასულ წლებში გამჭვირვალობის ჯილდო ისეთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს გადაეცა, როგორიცაა — ახალი ზელანდია, ჩეხეთი, კანადა, ირლანდია, ისრაელი, შვედეთი.
გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი — Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. პლატფორმა არა მხოლოდ ინფორმაციის სანდოობას, კომპეტენტურობას, ობიექტურობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, არამედ, ასევე ზრდის ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობას. Finedu.gov.ge-ზე წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლო და საინტერესოა როგორც პროფესიონალთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.
მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა. ეროვნული ბანკი მყისიერად პასუხობს დასმულ შეკითხვებს ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი წარმატების საწინდარია.
Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.
დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები