წილოსანის აზრით, ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და პარლამენტში არშესვლისთვის სხვადასხვა მიზეზს იყენებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, დღეს დილით მიერ მოწყობილი პიკეტირებას შეიძლება ერთი ახსნა ჰქონდეს, რომ ოპოზიციას ეზარება მუშაობა.
"არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რომელზეც შეთანხმება იყო და რომელი მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა. ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ჩვენი საქმიანობის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში სხვადასხვა მიზეზებს იყენებენ", — განაცხადა წილოსანმა.
დღეს, 2 მარტს ოპოზიციამ პარლამენტთან პიკეტირება მოაწყო. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, ეს არ იყო ბლოკირება.
- ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში ვიხილეთ — ღარიბაშვილი
- ჰალსტუხიანი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტთან რუსეთების ძახილით მოვიდა — პაპუაშვილი
- მდინარაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირება ოპოზიციის მხრიდან პირობის დარღვევაა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა. პირველ მარტს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მიშელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საერთო პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.
შეხვედრის მიუხედავად ოპოზიციამ პიკეტებსა და აქციებზე უარი არ თქვა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გაიგეთ მეტი:
-
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
-
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
-
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
გადახედვა
-
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
-
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
-
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
-
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
-
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
გადახედვა
-
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
-
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
გადახედვა
-
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
გადახედვა
-
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
გადახედვა
-
იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
-
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
-
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
-
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ? რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
-
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
გადახედვა
კომენტარები