კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი — კალაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებული მოწოდებები საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის გამოხატულებაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაცია არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება", — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი უნდა მოახერხოს, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია.
"ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა, არც ახლა და არც მომავალში", — აღნიშნა კახა კალაძემ.
23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება 8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა ილია მიქელაიშვილი: დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი? ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" გაყიდა — ვინაა მყიდველი?
გადახედვა
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
კომენტარები