10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ჰაერის უკანასკნელმა მბრძანებელმა გვასწავლა
ფოტო: Nickelodeon
"წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი — დიდი ხნის წინ ოთხი ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს — ოთხივე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ის გაუჩინარდა." — თუ ეს სიტყვები ზეპირად იცი, ალბათ, დილით ადრე შენც აანგისა და მისი მეგობრების თავგადასავლების ხათრით იღვიძებდი.
ფოტო: Giphy
ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პერსონაჟები, ისტორია და სამყარო პატარებსაც და დიდებსაც ერთნაირად უყვართ. თუ ბავშვობაში ჩემთვის უცნობი სამყაროს კვლევა, პერსონაჟების საოცარი ძალები და მათი თავგადასავლები მიტაცებდა, ახლა ამ ყველაფერთან ერთად ის ცხოვრებისეული გაკვეთილებიც მიყვარს, რომელიც ამ ამბების მიღმა იმალება. მართლაც, ავატარის თითოეული ეპიზოდი საოცარ ფინალამდე მიმავალი კიბის საფეხურთან ერთად, დამოუკიდებელი ისტორიაცაა, რომელიც გამოგონილი სამყაროს მაგალითზე რეალური სამყაროს სირთულეებსა და პრობლემებზე გვიყვება.
21 თებერვალს ავატარის პრემიერიდან 16 წელი გავიდა. ცოტა ხნის წინ ავატარის სამყაროს მიხედვით ახალი ანიმაციური ფილმის გადაღება და Avatar Studios-ის დაფუძნებაც დაანონსდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემს უსაყვარლეს ანიმაციურ სერიალს ვუყურებ, რაღაც ახალს აუცილებლად ვსწავლობ. მართალია, მგონია, რომ ავატარზე საუბარი უსასრულოდაა შესაძლებელი, მაგრამ უსასრულობის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ სანამ ბიძია აიროს რეცეპტით მომზადებული ჩაი გაგრილებას მოასწრებდეს, შევეცდები გაგახსენო 10 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც უკანასკნელმა ჰაერის მბრძანებელმა გვასწავლა.
1. პატიება, ემპათია და სიკეთე
ფოტო: Giphy
პატიება, ემპათია და სიკეთე სერიალის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, რომლებიც ყოველ ეპიზოდსა და პერსონაჟში იკვეთება. ამ სამი თვისების საუკეთესო განსახიერება კი თავად ავატარი აანგია. აანგი 100 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, უცნობ სამყაროში ბრუნდება, რომელიც დანაწევრებულია. ადამიანები იხოცებიან, ირგვლივ ომის, სიძულვილისა და ბოროტების ცეცხლი ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ერმა ჰაერის მბრძანებლები დახოცა და საშინელი რეალობის ერთადერთი ლოგიკური დასასრულიც, თითქოს, ცეცხლის მბრძანებელი ოზაის მოკვლაა, აანგი მშვიდობას ჰუმანური გზით აღწევს. აანგის გავლენა სხვა პერსონაჟებზეც აშკარაა: კატარა დედის მკვლელს ინდობს და ცეცხლის ერის ერთ-ერთ სოფელს ეხმარება, ბიძია აირო კი ამ ღირებულებებს ზუკოს ყოველდღიურად ასწავლის.
2. შესაძლებლობებს სქესი არ განსაზღვრავს
ფოტო: Tenor
უამრავ ანიმაციასა თუ სერიალში ქალი პერსონაჟების ძირითადი დატვირთვა გარეგნობა და მთავარი პერსონაჟის სიყვარულია. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ხშირად ქალ პერსონაჟებს ხასიათი, პიროვნულობა და მიზნები არ გააჩნდათ. ავატარმა ეს სტერეოტიპი, რა თქმა უნდა, დაამსხვრია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ეპიზოდში, როდესაც ჩრდილოეთის წყლის ტომში აღმოჩენილ კატარას მასწავლებელი უარით მხოლოდ იმიტომ ისტუმრებს, რომ გოგოა. ეპიზოდში კატარა წყლის გამოცდილ ოსტატს არ უშინდება და ამტკიცებს, რომ ძალას მისი სქესი არ განსაზღვრავს.
ანიმაციური სერიალი სავსეა ძლიერი ქალებით. უსინათლო და, ერთი შეხედვით, უსუსური ტოფი მიწის საუკეთესო ოსტატი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟია. ცეცხლის ბატონ ოზაიზე საშიში კი მისი თინეიჯერი შვილი — აზულაა. არანაკლებ საინტერესო პერსონაჟები არიან აზულას მეგობრები — მეი და ტაი ლი, რომლებიც მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.
3. შენი ცხოვრების გზა თავად უნდა აირჩიო
ფოტო: Tenor
"სიმშვიდისა და კეთილდღეობის არჩევაში ცუდი არაფერია. გირჩევ, დაფიქრდე, რისი მიღება გსურს შენი ცხოვრებისგან." — როგორც ყოველთვის, ბიძია აიროს ყოველ ფრაზაში ჭეშმარიტება და სიბრძნე იმალება. სერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა ბედისწერის ფენომენია. ზუკოსთვის ბედისწერა ავატარის პოვნაა, რადგან მამის კეთილგანწყობის დაბრუნება მხოლოდ ასე შეუძლია. ზუკო არასდროს დაფიქრებულა, რომ საკუთარ ცხოვრებასა და ბედისწერას თავად ირჩევს და ქმნის. ბიძია აირო ხშირად ახსენებს, რომ ბრძოლა, შურისძიება და ავატარის დევნა მისი ვალდებულება სულაც არაა და ყოველთვის შეუძლია, სანაცვლოდ ბედნიერება აირჩიოს. "იდეალურობასა და ძალას ხალხი ზედმეტად აფასებს. ვფიქრობ, ბედნიერებისა და სიყვარულის არჩევა ბრძნული გადაწყვეტილებაა," — ამბობს ბიძია აირო.
4. მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად განსაკუთრებული ნიჭი აუცილებელი არაა
ფოტო: Ten
როგორ უნდა დაეხმარო სამყაროს, რომელშიც ადამიანებს სტიქიის მართვა შეუძლიათ, შენი იარაღი კი ხმალი და ბუმერანგია? ერთი შეხედვით, სოკა უბრალოდ სასაცილო პერსონაჟია, რომელიც სტიქიის მმართველ მეგობრებთან ერთად მოგზაურობს, თუმცა სერიალის განმავლობაში ვრწმუნდებით, რომ სოკა არა მხოლოდ მამაცი, არამედ ჭკუით, მოხერხებულობითა და სტრატეგიული აზროვნებითაც გამოირჩევა. მის გარეშე მეგობრები ცეცხლის მბრძანებელს ნამდვილად ვერ დაამარცხებდნენ. სოკამ დაამტკიცა, რომ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში წვლილის შეტანა განსაკუთრებული ძალების გარეშეც კი შესაძლებელია.
5. სწორი გზის არჩევა გვიანი არასდროსაა
ფოტო: Giphy
ზუკო სერიალის გამორჩეული პერსონაჟია, რომელსაც სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ტრანსფორმაციის ისტორია აქვს. თავდაპირველად მას, როგორც შურისმაძიებელ, ავატარის პოვნით შეპყრობილ უხეშ ბიჭს ისე ვეცნობით. ზუკოს სწამს, რომ აანგის პოვნა მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანია და უამრავი ფუჭი მცდელობის მიუხედავად, არ ნებდება. სერიალის განმავლობაში ბევრ შეცდომას უშვებს: ბიძია აიროსა და კატარას მიერ მიცემულ შესაძლებლობებს არ იყენებს და მუდავ თავის "დაკარგულ" ღირსებას მისტირის, მაგრამ, საბოლოოდ, აანგთან ერთად ბრძოლას გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულის გამო თითქმის აღარავინ ენდობა, უკან აღარ იხევს, რადგან იცის, რომ, როგორც იქნა, სწორ გზას ადგას.
6. წარსული უკან უნდა მოიტოვო
ფოტო: Tenor
ჰუმანურობა, სიკეთე, სიმშვიდე, მიმტევებლობა — ეს აანგის საუკეთესო თვისებათა მცირე ჩამონათვალია. იგი უმეტესად პოზიტივითა და იმედითაა სავსე, თუმცა როდესაც ჰაერის სხვა მბრძანებლების ამოხოცვის ამბავს იგებს, აანგი წონასწორობას კარგავს და საკუთარ თავსა და მეგობრებს საფრთხეს უქმნის. მიუხედავად ამისა, აანგი მალევე სწავლობს, რომ წარსულის უკან მოტოვების გარეშე წინ ვერ წავა. აანგი გარდაცვლილ მეგობრებს არ ივიწყებს, მაგრამ საკუთარ თავს ჭრილობების მოშუშებისა და რეალობისთვის თვალის გასწორების შესაძლებლობას აძლევს, რადგან სხვაგვარად გზის გაგრძელება შეუძლებელია.
წარსულის უკან მოტოვება ზუკოს პერსონაჟის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. ზუკო წლების განმავლობაში დამწვარ თვალს — ოჯახიდან განკვეთის ნიშანს შესცქერის და წარსულს ვერ ელევა. მისი პიროვნული ზრდა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ზუკოს მზერა წარსულიდან მომავალზე გადააქვს და ავატარის გუნდს უერთდება.
7. "ზოგიერთი მეგობრობა იმდენად ძლიერია, რომ მისთვის ერთი სიცოცხლე საკმარისი არაა"
ფოტო: Tenor
ავატარი როკუს აღნიშნული ფრაზა მთელი სერიალის ერთ-ერთ მთავარ სათქმელს გამოხატავს. ავატარში მეგობრობაა სწორედ ის ძალა, რომელიც თითოეულ პერსონაჟს გზის გაგრძელებას აიძულებს. ის იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ამ გრძნობას ერთი სიცოცხლე ვერ იტევს: ავატარი როკუ და აანგი ჰაერის მბრძანებელი გიაცოს მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ტოფი აანგს ეკითხება, შეიძლება თუ არა, მეგობრობამ ერთ სიცოცხლეზე დიდხანს გასტანოს. აღნიშნული ფრაზა კორას ისტორიაშიც გვახსენებს თავს: აანგთან მეგობრობა კატარას, ზუკოს, ბიძია აიროსა და ტოფს კორასთან აკავშირებთ. სერიალის ავატარი: ლეგენდა კორაზე ერთ-ერთ ეპიზოდში უსინათლო ტოფი კორას, რომელსაც არასდროს შეხვედრია, ცნობს და აანგის ძველი მეტსახელით მიმართავს.
8. იმედი მაშინაც არ უნდა დაკარგო, როდესაც წინ სიბნელის გარდა, ვერაფერს ხედავ
ფოტო: Teno
"ხანდახან ცხოვრება ბნელ გვირაბს ჰგავს. გვირაბის ბოლოს სინათლეს ყოველთვის ვერ ხედავ, თუმცა თუ სვლას გააგრძელებ, უკეთეს ადგილას აღმოჩნდები", — როგორც ყოველთვის, ბიძია აიროს სიტყვები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ჭეშმარიტებაა. სერიალში აანგი და მისი მეგობრები ბევრჯერ მარცხდებიან, განსაკუთრებით მტკივნეული კი მიწის სამეფოს დაცემაა. მაშინაც კი, როცა იმედის სხივებს ვერ ვხედავთ, გვირაბი უსასრულო არაა და სიბნელეს, საბოლოოდ, ბოლო აუცილებლად მოეღება.
9."ხანდახან შენი პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზა სხვების დახმარებაა"
ფოტო: Giphy
მართალია ამ ფრაზას ბიძია აირო ავატარ კორას ეუბნება, თუმცა სხვების დახმარებას ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის ისტორიაშიც ცენტრალური ადგილი უჭირავს. აანგმა სხვების დახმარებით მოკავშირეები შეიძინა, კატარამ აანგისთვის წყლის მართვის სწავლებით, თავისი ტექნიკები სრულყო, სოკა კიოშის მებრძოლებთან ურთიერთობამ უკეთეს წინამძღოლად აქცია. შვილის დაკარგვის შემდეგ ბიძია აირო ცხოვრების გაგრძელების ძალას ზუკოზე ზრუნვით პოულობს. სერიალში მსგავსი მაგალითები მრავლადაა და თითოეულ შემთხვევაში სიკეთის ერთ მარცვალსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
10. სამყაროში ყველა და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული
ფოტო: Giphy
ერთიანობისა და უხილავი ძაფების იდეა პირველად ჭაობის ეპიზოდში გაჟღერდა. წყლის უცნობი მბრძანებელი აანგსა და მის მეგობრებს უხსნის, რომ მთელი ჭაობი სინამდვილეში ერთი უზარმაზარი ხეა, რომელმაც ფესვები გაიდგა. ჭაობის მსგავსად, მთელი მსოფლიო, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
"ფიქრობ, რომ ჩემგან, შენი მეგობრებისგან ან ამ ხისგან რამით განსხვავდები? თუ ყურადღებით მოუსმენ, ყველა ცოცხალი არსების საერთო სუნთქვას გაიგებ. იგრძნობ, როგორ იზრდება ირგვლივ ყველაფერი. ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობთ იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ადამიანი ასე არ თვლის. ჩვენ ყველას საერთო ფესვები გვაქვს, ყველანი ერთი ხის ტოტები ვართ".
მართლაც, სერიალში ერთიანობის იდეა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებსა და დანაწევრებულ სამყაროზე ვრცელდება. ცეცხლის მბრძანებელის დამარცხების მიღმა, აანგისა და მისი მეგობრების მთავარი მიზანი, საბოლოოდ, სწორედ ერთიანობის მიღწევაა.
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა

კომენტარები