ევროპარლამენტარები შარლ მიშელს საქართველოს მოვლენებზე რეაგირებისთვის მიმართავენ
ფოტო: Olivier Hoslet/EPA
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბჭოს საქართველოში ვიზიტამდე ექვსი ევროპარლამენტარი შარლ მიშელს მიმართავს, რომ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება იქონიოს.
როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებენ მიშელს, რომ თავისი ვიზიტი იმისთვის გამოიყენოს, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.
გთავაზობთ წერილს სრულად:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს
ძვირფასო პრეზიდენტო შარლ მიშელ, რაკი საქართველოში თქვენი მეტად დროული ვიზიტი ახლოვდება, ჩვენ, ქვემოთ აღნიშნული ევროპული პარლამენტის წევრები გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება ჩვენს პარტნიორ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება.
როგორც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ევროპული პარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაშია ნათქვამი, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული კურსი უნდა დაედასტურებინა. ამის ნაცვლად, არჩეული წევრების ⅓ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, მიზეზად კი გაყალბებას ასახელებს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ISFED-ის დასკვნით, საარჩევნო უბნების 8 პროცენტზე უზუსტობა დაფიქსირდა, სხვა დარღვევებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ენმ-ის ოფისში ლიდერი ნიკა მელია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დააკავეს, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს ძალადობაზე, რევანშიზმსა და ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკაზე, რომლებიც დომინანტ ტრენდებად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საზოგადოებასა და სახელმწიფოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება საქართველოს ხელი შეუშალოს, მიაღწიოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახულ მიზნებს. ჩვენ გთხოვთ, რომ თქვენი ვიზიტი იმისთვის გამოიყენოთ, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდოთ, რამაც შეიძლება კონკრეტულ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმამდე მიგვიყვანოს. სიჩქარე და კეთილი ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალმხრივ დიალოგში ჩაერთვება, აჩვენებს, რამდენად ერთგულობს საქართველო საკუთარ ევროპულ მისწრაფებებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო სექტორს მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის თამაში შეუძლია. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ მათ თქვენი ვიზიტის დროს აქტიურად ეთანამშრომლოთ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებსაც გადასცემთ და დაარწმუნებთ, რომ ევროპული საბჭო მხარს უჭერს ქართველი ხალხის დაცულ და წარმატებულ მომავალს. ჩვენ მზად ვართ, რომ მედიაცია გავუწიოთ ამ პროცესს, რასაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები და სხვა დიპლომატები აქამდეც დაუღალავად აკეთებდნენ.
განცხადებას ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ ვაშიკოვსკი, ვიოლა ფონ კრამონი, მაიკლ გალერი.
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა

კომენტარები