ფრესკოს პასუხი ბრალდებებს: ფრესკო ლუზერების გარეშე!
ფოტო: Fresco
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოეხმაურა თავისი ყოფილი თანამშრომლების სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც წერია, რომ მათი სამუშაო უფლებები ირღვევა, უსაფუძვლოდ ექვითებათ ანაზღაურება და ა.შ.
ფრესკოს ოფიციალური ფეისბუკ გვერდით გავრცელებულ განცხადებას, On.ge უცვლელად გთავაზობთ:
- ქურდი - ციხეში!
- უნიათო, უსაქმური და მუქთახორა - ფრესკოს გარეთ!
- ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით, დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები;
- ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოვებული სიმართლესთან: "ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას" -
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს; - პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს - თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს;
- ფრესკო, კანონის ფარგლებში, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას;
- და ბოლოს, ფრესკოს თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება!
ფრესკო ლუზერების გარეშე!
გუშინ, 7 თებერვალს, ფრესკოს ყოფილი თანამშრომლების სახელით ფეისბუკის ერთ-ერთ გვერზე გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ მათ უსამართლო სამუშაო პირობების გარდა, თანამშრომლების მიმართ ზეწოლაც ხდება.
აღნიშნულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ ხმა მოგაწვდინოთ მთელს საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოში!
დღევანდელ საქართველოში სამსახურეობრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის რაც ფრესკოში ხდება ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია "თანამედროვე მონობის" გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:
- სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი,რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური - 400 ლარამდე;
- სამუშაო დღეს შესვენების დრო განისაზღვრება 1-1.5 საათით განისაზღვრება(რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში;
- ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი;
- თანამშრომლებს ვერავინ გასცა პასუხი თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი "არვიცი" და კაბინეტის კარის "მიჯახუნება" იყო;
- ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას;
- ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება;
- საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძულეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.;
- პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ "მეტობა", ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით;
- თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმც, საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა, რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს.
ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ფრესკოში. ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი.
On.ge დამატებითი განმარტებისთვის დაუკავშირდა ფრესკოს, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელთა პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
-
"უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს "უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს აქტივისტ კესო დეკანოსიძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით აქტივისტებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა "Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს 15 წლის ბიჭი, რომელმაც გაყინულ ოკეანეში ამოყირავებულ ნავზე დღეები გაატარა, მაშველებმა გადაარჩინეს
გადახედვა
კომენტარები