არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ არ შეიძლება ახლა ლაპარაკი — მდინარაძე
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი სპეკულაციურია.
"არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ არ შეიძლება ახლა ლაპარაკი. ეს არის სპეკულაციური. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუკი ოპოზიცია ელოდებოდა და დღემდე ელოდება რაიმე სახის შეთავაზებას მათ მთავარ მოთხოვნაზე, ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტმა უკვე შექმნა საგამოძიებო კომისია არჩევნების საკითხზე და მათ შეუძლიათ ჩართვა ამაში", — განაცხადა მდინარაძემ.
რამდენიმე წუთის წინ ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
-
სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective წარმოგიდგენთ — Moby 2026! სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective წარმოგიდგენთ — Moby 2026!
-
აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია აღმოაჩინეს ცილის მექანიზმი, რომელსაც ტვინის გაახალგაზრდავება შეუძლია
გადახედვა
-
გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ გალაქტიკის ცენტრიდან სიგნალი მოდის, რომლითაც შეიძლება აინშტაინის ფარდობითობის თეორია გამოცადონ
გადახედვა
-
გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ" გია ვოლსკი: "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ"
გადახედვა
-
AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით AI ფსიქოზი: როგორ კარგავენ ადამიანები რეალობას ჩატბოტებთან საუბრით
გადახედვა
-
რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას? რატომ ზღუდავს რუსეთი Telegram-ზე წვდომას?
გადახედვა
-
ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ
გადახედვა
-
ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს ლევან ჯაგველაძის საქმის პროკურორის თქმით, ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია სალომე ზურაბიშვილი: მე პოლიტიკურ პარტიას ვერ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია
გადახედვა
-
დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა დისნეის ფიფქია ჩავარდა — სტუდიამ $170 მილიონი იზარალა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
გადახედვა
-
NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია NASA-ს მეცნიერის თქმით, უახლოეს 30 წელიწადში მზის გიგანტურ ტელესკოპად გარდაქმნა შეგვიძლია
გადახედვა
-
LEGO მანდალორელი და გროგუს რამდენიმე ახალ ნაკრებს უშვებს LEGO მანდალორელი და გროგუს რამდენიმე ახალ ნაკრებს უშვებს
გადახედვა
-
ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს
გადახედვა
-
მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით მუშავდება ჯონ ვიკის ვიდეოთამაში, მთავარ როლში კიანუ რივზით
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ცნობილი პერსონაჟი გულისსწორით კროსვორდი: გამოიცანი ცნობილი პერსონაჟი გულისსწორით
გადახედვა
-
შალვა ტაბატაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული შალვა ტაბატაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა 3 000-ითაა შემცირებული
გადახედვა
-
თეგეტა აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის — მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა თეგეტა აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის — მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
-
ქართველების გუნდმა ენის "ციფრული მასწავლებელი" შექმნა — გაიცანით Talkpal ქართველების გუნდმა ენის "ციფრული მასწავლებელი" შექმნა — გაიცანით Talkpal
-
მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
-
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე რუსეთთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს
გადახედვა
კომენტარები