არავის უხარია დაკეტვა, რადგან მთელი ჩვენი მოწოდება არის გახსნა, ამოქმედება, ამუშავება, ამოქოქვა — თურნავა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რაიმეს ჩაკეტვა არავის არ უხარია, რადგან მთელი მათი მოწოდება ამოქმედება და ამუშავებაა.
"ჩვენი მოკლე ვადიანი გათვლა არის უახლოეს პერიოდში, გაზაფხული-ზაფხული, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ძალიან ფრთხილად ვაქცინირებულ ტურისტებს და ასევე, ტესტირებულ ტურისტებს. ეს არის ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი და ჟანგბადი ჩაისუნთქოს ტურისტულმა ინდუსტრიამ, არამარტო ერთ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც. აქედან გამომდინარე, უნდა გვენდოს საზოგადოება, როგორც აქამდე გვენდობოდა და შედეგიც დაინახა რომ ჩვენ ვმართავთ ამ სიტუაციას. განსაკუთრებით გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა, მეორე ტალღის დროს, მაგრამ ესეც ავიყვანეთ კონტროლქვეშ და სწორედ აქეთკენ არის ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მიმართული. ჩვენ არ გვამოძრავებს სხვა არანაირი ლოგიკა, არავის არ უხარია რაიმეს დაკეტვა იმიტომ, რომ მთელი ჩვენი მოწოდება არის გახსნა, ამოქმედება, ამუშავება, ამოქოქვა, მაგრამ ამისთვის ზოგჯერ გვიწევს ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით სიარული", — განაცხადა ნათია თურნავამ იმედის ეთერში.
დღეს, პირველი თებერვლიდან შემდეგი შეზღუდვები მოიხსნა:
- ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლების, მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგა. თუმცა, მხოლოდ სამუშაო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები ისევ დისტანციურად იმუშავებენ;
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სამუშაო დღეებში.
- აჭარაში პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეების გაიხსნება, ამ შემთხვევაშიც სამუშაო დღეებში. აკრძალული რჩება ქორწილები და სხვა დიდი სარიტუალო ღონისძიებები;
- სხვა რეგიონებში კვების ობიექტები მუშაობას გააგრძელებენ გატანის სერვისზე;
- 1-ელი თებერვლიდან მოიხსნა შეზღუდვები რეგულარულ ფრენებზე;
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრები გაიხსნება 15 თებერვლიდან;
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
- პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე;
- ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
- შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება;
- ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები