წულუკიანი ნარკოტიკების ოდენობის კანონზე დაგვიანებულ მსჯელობას ზოიძისა და სპეციალისტების "ულტიმატუმს" უკავშირებს
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
იუსტიციის ყოფილი მინისტრი და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის კანონპროექტი 3 წლის წინ არ დამტკიცდა, "კაკი ზოიძის და დავით [სუბელიანის] ულტიმატუმის" დამსახურებაა.
"3 წელი დავკარგეთ იმიტომ, რომ ბატონ დავითს [სუბელიანი] და კაკი ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი: ან ყველაფერი, ან არაფერი. მე თქვენ გითხარით, ბატონო დავით, მე ეს გზა გავიარე, არ ექნება მხარდაჭერა ამ ყველაფერს, ჩვენ მხარდაჭერა გვექნება პოლიტიკური, იმიტომ, რომ პარლამენტი უყრის კენჭს კანონებს. ჩვენ დავჯდეთ და ვწეროთ და ვიკითხოთ რამდენიც გვინდა, ეს არ არის ასე. პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და ხმები ითვლება, როგორც არითმეტიკაშია ისე. მე თქვენ გითხარით, გამატანინეთ ეს დოზები, რომელთაც აქვთ მხარდაჭერა და ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მიზნისკენ, რომ ის, ვინც არის ჯანდაცვის პაციენტი, არ იყოს ციხეში, თქვენ რა გააკეთეთ? საბჭოს გვერდის გავლით დაწერეთ EMC-სთან და სხვებთან ერთად ის დიდი რეფორმა და კაკი ზოიძემ შემოაგდო პარლამენტში, ეს არის რეალობა. დაღუპეთ ის, რაზეც ახლა დღეს ვსაუბრობთ, 3 წელი დააკარგვინეთ იმ ადამიანებს, ვინც ციხეში ელოდება ამ კანონპროექტს", — განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თუ ისინი განაგრძობენ მთავრობის "მოკრძალებულ თავში ჩარტყმას", არასდროს არაფერი ამ სფეროში არ გაუმჯობესდება.
"თუ თქვენ გააგრძელებთ ყველა მთავრობის თუ პარლამენტის კი ბატონო, ფრთხილ, კი ბატონო მოკრძალებულ თავში ჩარტყმას, გარანტიას გაძლევთ, რომ არასდროს არაფერი ამ სფეროში არ გაუმჯობესდება და რაღაცნაირად შეუამხანაგდით ამ ხელისუფლებას და რაღაც მოიწონეთ. ვზივარ და მთელი სხდომა ვისმენ, რომ ეს არ ვარგა, თუ არ ვარგა, მოვხსნათ", — თქვა მან.
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონრპოექტი, რომელიც ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობების დაზუსტებას ითვალისწინებს. მისი ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.
საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი დავით სუბელიანიც, რომელიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მან გარკვეული კრიტიკა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს კანონპროექტი არ ყოფილიყო საკმარისი.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები