მეგრელიშვილი: ხვიჩია მდინარაძეს შეხვდა — გაჭედილი აქვთ, რომ არჩევნები არ გაუყალბებიათ
გირჩის ერთ-ერთ ლიდერი, იაგო ხვიჩია და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩიას ქართული ოცნებიდან დაუკავშირდნენ და არაფორმალური შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმარა. მეგრელიშვილის განცხადებითვე, ქართულ ოცნებას "გაჭედილი აქვს", რომ არჩევნები არ გაუყალბებია.
"ხომ ვიძახით, რომ შევხვდეთ, შევხვდეთ, გავიცნოთ... გუშინ იაგო შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენელს, მამუკა მდინარაძეს. ხოდა, ამ საუბრის მთავარი (დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ ძირითადად ყველაფერი საჯაროა) ამბავი არის, რომ ქართული ოცნების გადმოსახედიდან, ისინი ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა ნაბიჯი გადადგას ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციის მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდათ მოლაპარაკება. ამის მაგალითად რა მოგვიყვანეს, იცით? ჩვენი მცდელობა ოპოზიციის შიგნით ლაპარაკის დაწყების. თქვენ რატომ არ გელეპარაკებიან აბაო, ხვდებით?", — განაცხადა მეგრელიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, ვინ დაუკავშირდა ხვიჩიას შეხვედრის თაობაზე, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ არ იცის, ამ დროს ეთერში იყო და შეხვედრის შესახებ შემდეგ გაიგო.
"ჩვენ გავცვალეთ პოზიციები. ავუხსენით, ჩვენ რა გვინდა მართლა, რაში ვთვლით, რომ ისინი არ იყვნენ მართლები და მათაც აგვიხსნეს თავიანთი... აი, მაგალითად, რაზეც გაჭედილები აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები. ეს არ არის მარტივი არგუმენტი გადასალახად. როცა მართლა მტკიცებულებაზე მიდის საუბარი, ეს ბუტკაში კი არ ირჩევა რომელიმე ქართული ტელევიზიის, იქ არის ამერიკის საელჩო, ევროკავშირის ელჩი. ამ ხალხს მტკიცებულების სტანდარტზე წარმოდგენა აქვს და არ არის მარტივი მდგომარეობა ამ არგუმენტის გადალახვა", — აცხადებს მეგრელიშვილი.
ჟურნალისტის კითხვას, რაზე აქვს "გაჭედილი" გირჩს, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე.
"დღევანდელი კრიზისის გარდა ჩვენ არ გვექნება შანსი, რომ კონსტიტუცია შევცვალოთ. ამ საკითხთან მიმართებაში გავცვალეთ აზრები და აღებული გვაქვს დრო, რომ მოვიფიქროთ წინადადება, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ ვცადოთ რომ გავაჟღეროთ", — თქვა მან და გამოთქვა ოპოზიციასთან შეხვედრის მზაობაც.
ინფორმაცია შეხვედრის შესახებ დღის განმავლობაშიც ვრცელდებოდა, თუმცა მამუკა მდინარაძემ არც უარყო, არც დაადასტურა. იაგო ხვიჩიამ კი მედიასთან აღნიშნა, რომ გირჩს სურს, ეს კონფლიქტი შერიგებით დასრულდეს.
"არის ახლოს რეალობასთან, დაადასტურებენ და შემდეგ მე მზად ვარ. მე არაერთხელ გითხარით, რომ რაღაც სახის კომუნიკაცია, ზოგ შემთხვევაში, სხვა ადამიანების მეშვეობით, ზოგ შემთხვევაში, პირადი შეხვედრებით, ზოგ შემთხვევაში, სატელეფონო საშუალებით, გვაქვს ოპოზიციის ძალიან ბევრ წარმომადგენელთან", — განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელიც იანვრის მეორე ნახევარში უნდა გამართულიყო.
გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ, ისინი მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი უკვე შეხვდნენ არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს, შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. გირჩის ლიდერები ხშირად საუბრობდნენ ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრისა და მათთან საუბრის სურვილზე.
-
CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ CIA: უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსი სამხედროები 20-30 წუთს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები