The Heritage Foundation: თავისუფალი ეკონომიკით საქართველო ევროპაში მე-12 ადგილზეა
Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, 72,6 ქულით, უმეტესად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შევიდა და რეიტინგით 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში, მე-12 ადგილი კი - ევროპაში.
ქვეყნის ძირითად მიღწევად კვლევაში მითითებულია საჯარო ფინანსების მენეჯმენტი, ღია ბაზარი და მარეგულირებლის ეფექტურობა:
"გლობალური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ საგრძნობი მდგრადობა გამოიჩინა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით. ორწლიანმა ფისკალურმა კონსოლიდაციამ, მთავრობას საშუალება მისცა გაეკონტროლებინა მაკროეკენომიკური სტაბილურობა".
კვლევის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ თავისუფალი ეკონომიკის ინდექსის მიხედვით 3,2 ქულით გაიზარდა:
"საქართველოს სწრაფვა დიდი ეკონომიკური თავისუფლებისაკენ, გამყარებულია შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობით."
უმეტესად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი 2016
ფოტო: Heritage Foundation
სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია და ლატვია.
აშშ "უმეტესად თავისუფალი" ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, მე-11 ადგილზეა ირლანდიის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში მოხვდა ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრია.
შედარებით თავისუფალი ქვეყნების რიცხვში შევიდნენ: პოლონეთი, ურუგვაი, კვიპროსი, ესპანეთი, ბელგია, ბარბადოსი, იორდანია, პერუ, ასევე, საფრანგეთი იტალია და თურქეთი.
უმეტესად არათავისუფალ ქვეყნებს შორის არიან შრი ლანკა, სვაზილენდი, ტონგა, ყირგიზეთი, ბუტანი, ლიბანი, ინდონეზია, მონღოლეთი.
რეპრესირებულ ქვეყნების რიცხვში კი მოხვდნენ ლაოსი, ანგოლა ბელორუსია, ბურმა, ეკვადორი, ბოლივია, უკრაინა, უზბეკეთი, არგენტინა, ირანი, ვენესუელა კუბა და ჩრდილოეთ კორეა.
Heritage Foundation არის ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ორგანიზაცია. ფონდმა დიდი როლი შეასრულა კონსერვატიული მოძრაობაში, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას. იგი დღემდე აგრძელებს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენას შტატების საჯარო პოლიტიკაზე.
2016 წლის თავისუფალი ეკონომიკის ინდექსის კვლევა მოიცავს 186 ქვეყნის განახლებულ ქულასა და მაკროეკენომიკურ მონაცემებს. Heritage Foundation-ის მიხედვით. ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, გააკონტროლოს თავისი შრომა და საკუთრება. ეკონომიკურად თავისუფალ საზოგადოებაში, ინდივიდებს შეუძლიათ იმუშავონ, აწარმონ, მოიხმარონ და დააბანდონ ისე, როგორც სურთ.
Heritage Foundation-მა ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლება გაზომა კანონის უზენაესობის (საკუთრების უფლება და კორუფციისგან თავისუფლება), შეზღუდული მთავრობის (ფისკალური თავისუფლების), მარეგულირებლის ეფექტურობის (ბიზნესის თავისუფლება) და ღია ბაზრის (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება) მიხედვით.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები