ოპოზიციისა და "ოცნების" მოლაპარაკებების მთავარი საკითხები მე-5 რაუნდის წინ — გირჩი ტექსტს აქვეყნებს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
გირჩმა ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მთავარი საკითხების ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც მეხუთე რაუნდისთვის უნდა იმსჯელონ.
დღეს TV პირველზე ვახო მეგრელიშვილმა თქვა, რომ გადაცემის წამყვანს მიაწვდიდა ტექსტს, სადაც ჩაშლილად იქნებოდა აღწერილი, რა მდგომარეობაში და რა პოზიციებზეა ხელისუფლება და ოპოზიცია მეხუთე რაუნდის წინ, მაგიდაზე შესათანხმებელ საკითხებზე და რის დამატებას/განხილვას ითხოვენ გირჩის პოლიტიკოსები კოლეგებთან.
ქართული ოცნების და ოპოზიციის შეთანხმების პროექტი
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი.
ხელისუფლების პოზიცია: პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.
შესაძლებლობა: ამ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია თუ სხვებზე მოვახერხეთ შეთანხმება 8 მარტის მსგავსად.
საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო)
- ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა ახალი წესით;
- საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან ყველა პარტიებიდან;
- გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიური ღონისძიებები:
- 3.1 უბნის პერიმეტრის და დათვლის პროცესის უწყვეტი ვიდეო გადაღება (ნებისმიერ მსურველს შეეძლოს დისტანციურად ხმების პარალელური დათვლა).
- 3.2 კარუსელების გამოსარიცხად:
- 3.2.1 ამომრჩევლის ბიომეტრული იდენტიფიკაცია;
- 3.2.2 ბიულეტენის უბნიდან გატანის აკრძალვა;
- 3.2.3 ხმის მიცემა ელექტრონული პირადობით და სხვა.
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი.
ხელისუფლების პოზიცია: თანხმდება.
საარჩევნო სისტემა
ოპოზიცია:
- ნებისმიერი შემდეგი (მ.შ. რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით;
- ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული ბუნებრივი ბარიერით.
ხელისუფლების პოზიცია:
- ყოველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ხოლო ბარიერი განისაზღვრება 0-დან 3%-მდე;
- ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა იქნება 4:1 პროპორციით პროპორციულ და მაჟორიტარულ წევრებს შორის. საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი ბარიერი.
შემოთავაზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონმდებლობას. 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები და 2024 წლიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-ზე დაბალი ბარიერით.
შეთანხმების შესაძლებლობა: შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.
ახალი არჩევნები
ოპოზიციის წინადადებები:
- რიგგარეშე არჩევნები.
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი.
ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას.
- პლებისციტი
ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი.
ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას.
შეთავაზებული წინადადება: იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წელს ინიშნება ვადამდელი არჩევნები.
მთავარი კითხვა: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები