ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს — ღარიბაშვილი კობახიძის ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ. ღარიბაშვილის შეფასებით, კობახიძე თავისი კომპეტენციით მმართველ გუნდში გამორჩეულია.
"ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი. კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით იურისპრუდენციაში, კონსტიტუციონალიზმში გამოირჩევა გუნდში. არაერთი წელია ის ჩართულია ჩვენი პარტიის საქმიანობაში, მანამდე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი გახლდათ და პარტიის საქმიანობაში ყოველდღიურ რეჟიმში იყო ჩართული. რა თქმა უნდა, ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან ინფორმაცია გაავრცელა.
ირაკლი კობახიძემ 2015 წელს პარტია ქართულ ოცნებაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016 წლიდან 2019 წლის ივნისამდე თავმჯდომარე) ქართული ოცნების პარტიული სიით.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებისას, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, რათა სხდომა წაეყვანა.
რუსი დეპუტატის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომამ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რაც საბოლოოდ მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. კობახიძე ამ დროს ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები გავრილოვის ქვეყნიდან წასვლასა და კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისმოდა მთავრობისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნები.
საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა. ორმა პირმა თვალი დაკარგა, კიდევ რამდენიმემ მხედველობა.
გავრილოვის ღამის მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა გუნდში მაინც გავლენიან ფიგურად რჩებოდა. 2020 წლის არჩევნების დროს იყო პარტიული სიის მესამე ნომერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
დღეს, 11 იანვარს, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა.
"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.
- ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია — ივანიშვილი
- დარდად მიმყვება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია — ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.
ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.
პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები