შსს-ს ყოფილი თანამშრომლის თქმით, უწყებიდან ოცნების მხარდაჭერის გამო გამოუშვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო აეროპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვახტანგ დადუნაძე აცხადებს, რომ დღეიდან აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს.
მისი თქმით, ის სამსახურიდან ქართული ოცნების მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ 3 დღის წინ ჩემი ფორმის ტარება ამიკრძალა. მოულოდნელად დამიბარა თავის კაბინეტში და დამამცირებელი ტონით მეუბნება, რომ მე ასოცირებული ვარ ქართულ ოცნებასთან, უნდა მივბრძანდე სამსახურიდან და ახალი სამსახურის საძებნელად მივმართო ბიძინა ივანიშვილს. ამის შემდეგ მან ჩემი და ჩემი თანამებრძოლების ამსახველი სურათები დაყარა მაგიდაზე და ამას მოჰყვა დაცინვა".
დადუნაძე აცხადებს, რომ მან შსს პირველად 2012 წელს ამხილა და ამითი ძალიან ამაყობს:
"საპატრული პოლიციაში უმსგავსობა ხდება, მიმდინარეობს ღია და დაუნდობელი ბრძოლა იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც 2012 წლის დასაწყისში მერაბიშვილის მძვინვარე რეჟიმს გაემიჯნენ და ქვეყნისა ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგნენ, სიცოცხლის ფასად. პირადად ვამხილე შსს-ში არსებული რეალობა 2012 წლის ივნისში. ამ ჯგუფის ლიდერი პირადად გახლდით, რასაც ჩვენი დევნა მოჰყვა კიდეც. ეს დღესაც გრძელდება".
დადუნაძის თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროში 2012 წლის არჩევნების შემდეგ "ღირსეულად დაბრუნდა" და ახლა ერთგულების გამო თავს "ჩარეცხილად" და "რეპრესირებულად" მიიჩნევს.
შსს-ს ყოფილი თანამშრომლის თქმით, გოგა რაზმაძე გიორგი მღებრიშვილის ბავშვობის მეგობარია და მისი თქმით, რაზმაძე ხშირად იღებს არაადეკვატურ საკადრო გადაწყვეტილებებს.
დადუნაძემ აღნიშნა, რომ შს მინისტრს გათავისუფლების შემდეგ ვაიბერშიც მიწერა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ის დარწმუნებულია, რომ გიორგი მღებრიშვილმა კარგად იცის, რა ხდება საპატრულო პოლიციაში.
დადუნაძის თქმით, ის ასევე ესაუბრა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დავით მინდიაშვილს:
"მინდიაშვილმა, იგივე თბილისის საპატრულო პოლიციის შეფმა, სიცილნარევი ტონით განმიცხადა, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი გოგა რაზმაძესთან შეთანხმებული აქვს, დამატებითი განმარტებები საჭირო არაა და ამ რეალობას უნდა შევეგუო".
დადუნაძე მინდიაშვილს ადანაშაულებს მისი თქმით მერაბიშვილის მიერ მოწყობილ "სისხლიან დარბევებში" მონაწილეობაში და ელდარ კურტანიძის ცემაში:
"7 ნოემბერი, 26 მაისი, ვეტერანების დარბევა, ქართული ოცნების მიტინგებზე პროვოკაციების მოწყობა, მონაწილეობა აქვს მიღებული ელდარ კურტანიძის უმოწყალოდ ცემაში, რის გამოც გულუხვადაც დააჯილდოვეს. მისი ქორწილი ვანო მერაბიშვილმა გადაიხადა. დღეს იგი დაწინაურებულია და დედაქალაქის ხელმძღვანელია. ის ელის მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას, რომ მასთან ერთად საბოტაჟი განახორციელოს და საპატრულო პოლიცია გაწმინდოს ერთგული ოფიცრებისგან. მისი საკურატურო გამოცდილი ნაც-ზონდერებითაა დაკომპლექტებული".
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ასევე საუბრობს მინდიაშვილის მოადგილე ზურა რუხაძეზე, რომელიც მისი თქმით ეკა ყუშიტაშვილის თემასთანაა დაკავშირებული. დადუნაძის თქმით, ის რუხაძესთანაც ეცადა მისი გათავისუფლების მიზეზების გარკვევას:
"მან მითხრა, რომ რაზმაძისთვის და მინდიაშვილისთვის დისკომფორტს წარმოვადგენ და ჩემნაირი პოლიციელი არ სჭირდებათ, ეს მესმის ადამიანისგან, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ქართული ოცნების კოლონებს უკანონო გზებით აფერხებდა და მძღოლებს აშინებდა".
დადუნაძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს მის სამართლებრივ რეაბილიტაციასა და "მოსალოდნელი საფრთხისგან" მისი ოჯახის დაცვას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
კომენტარები