ევა გოცირიძე: ძალთა არნახული მობილიზაცია განხორციელდა ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მხრიდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე წერილს აქვეყნებს:
"ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოითქვა თუ არა რაიმე პრეტენზია უშუალოდ ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომიტეტში. გასაუბრების დროს კომიტეტის წევრთა რეაქციის მიხედვით მე არ დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ჩემთვის მოსალოდნელი ყოფილიყო. უფრო მეტიც, კომიტეტის ბრიტანელმა წევრმა ისიც კი მკითხა, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთი შთამბეჭდავი (მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა - impressive) გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, თავიდანვე არ მოვხვდი სიაში (იგულისხმა კანდიდატთა პირველი სია საქართველოდან წარდგენილი)".
როგორც ევა გოცირიძე წერს, მისი კანდიდატურა გარკვეული პირების, ნაციონალური მოძრაობის, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის ჩარევის შედეგად არ შეირჩა:
"განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი არასამთავრობო სექტორისა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ერთი საერთო მიზნით შთაგონებულებმა, წერილები აფრინეს ჩემს წინააღმდეგ ხსენებულ კომიტეტში. თვით სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან. როგორც არ უნდა გაიკვირვოს ბატონმა უჩამ, ეს ამბავი მეც შევიტყვე სრულიად სხვა წყაროებიდან."
ევა გოცირიძის განცხადებით, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადაიქცა. მისივე თქმით, ეს პროცესი შეიძლება უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმესაც:
"ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს. თორემ, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ სტრასბურგის მოსამართლის შერჩევა პირველად მოხდა კონკურსის გზით, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით, ქულობრივი შეფასების საფუძველზე. მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე მოსამართლეობის კანდიდატთა სია ყოველგვარი პროცედურების გაუვლელად მაშინდელი პრეზიდენტის ნება-სურვილის მიხედვით შეარჩიეს და არც სტრასბურგს მიუჩნევია ინტერესთა კონფლიქტად ასეთ პირობებში გენერალური პროკურორის (ზურა ადეიშვილის) მოადგილის კანდიდატურის წამოყენება. არავის გვახსოვს მაშინ უფლებადამცველ ბატონ უჩას და საერთოდ, არასამთავრობო სექტორს, ეს თუნდაც მორიდებით გაეპროტესტებინოს".
ევროსაბჭოში 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე საქართველოდან მოსამართლეები უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა, პროცესი ჩაიშალა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ კონკურსი ხელახლა უნდა ჩაატაროს და ევროსაბჭოს ახალი სია წარუდგინოს.
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. ევა გოცირიძე 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები