როცა მილიონები გინდა, თან ბოიკოტი გინდა, გამოდის კობახიძე და გაშანტაჟებს — ხვიჩია დაფინანსების შეწყვეტაზე
ფოტო: On.ge
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იცის ოპოზიციის სუსტი მხარე და ის, რომ თანხა მნიშვნელოვანია, ამიტომ დაფინანსების შეწყვეტით აშანტაჟებს მათ. ასე გამოეხმაურა იგი, მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს ყველა პარტიას, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის.
"გირჩი როგორ არსებობს? გირჩს ხომ არ აუღია საბიუჯეტო დაფინანსება? ჩვენ 300 ათასი ლარი დაგვიჯდა საარჩევნო კამპანია, მაგრამ ეს 300 ათასი შემოგვწირეს. სხვა პარტიებს მილიონები დაუჯდათ. თუ მე სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებ, კიდევ ვიშოვი 300 ათასს, სხვა პოლიტიკური პარტიები კი ფიქრობენ, რომ მილიონების გარეშე ვერ გადარჩებიან. 300 ათასს ვერ იშოვიან? უბრალოდ 300 ათასი არ უნდათ, მილიონები უნდათ. როდესაც მილიონები გინდა, თან ბოიკოტი გინდა, მაშინ გამოდის კობახიძე — ისეთი, როგორიც არის, ხომ ვერ გამოვასწორებთ კობახიძეს? — გამოდის და გაშანტაჟებს. კარგი კი არ არის მისი საქციელი, ვგმობთ, საგიჟეთია, არაცივილური ქცევაა, მაგრამ ეს საფუძველიც არ მივცეთ და ვერ გვაშანტაჟებდეს", — განაცხადა ხვიჩიამ ფორმულას ეთერში.
მისივე განცხადებით, მას, როგორც ბოიკოტის ნამდვილ მომხრეს, "ვისაც ფულიც კი არ აუღია სხვა პარტიებისგან განსხვავებით", ბოიკოტის წარმატება უნდა და ეს სწორედ იმაზეა დამოკიდებული მისი კოლეგები დაშანტაჟდებიან თუ არა.
"როცა მე ეს ვუთხარი, მაშინ მითხრეს — ჩვენ ვერ გადავრჩებით სხვანაირადო, დაგვეშლება პარტიული სტრუქტურები და ა.შ. ეს მე თუ ვიცი, კობახიძემ არ იცის? ჩვენ მართლა უნდა დავკრისტალდეთ ოპოზიცია, იდეებმა უნდა შეგვკრას და არა ბიუჯეტიდან მიღებულმა ფულმა", — თქვა ხვიჩიამ.
გირჩის ლიდერის თქმითვე, ეს ახალი ინიციატივა მას ვერ შეეხება, რადგან პარტია არც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, არც ხელფასის აღებას აპირებდნენ.
"მე მგონია, რომ ეს მუქარა ჩემზე არ არის. მე ვერც ფულს ჩამომაკლებ, უარი მაქვს ნათქვამი და ისედაც არ ველოდები, რომ ფულს მივიღებ. პარლამენტის ხელფასს ვერ დამიკავებენ იმიტომ, რომ პარლამენტში ჯერ არ შევსულვარ და ვერც ვხედავთ შესვლის პერსპექტივას, მაგრამ რომც შევულიყავით, ხელფასის აღებას მაინც არ ვაპირებდი. არც საბიუჯეტო დაფინანსების გამოყენებას არ ვაპირებდით. შესაბამისად, ეს მუქარა ეხებათ ჩემს კოლეგებს, რომელთაც მე დიდი ხანი ვაფრთხილებდი, რომ თუ ბოიკოტს ვაპირებთ, არ უნდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ბატონმა კობახიძემ მუქარა შეძლოს", — განაცხადა ხვიჩიამ.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. ამასთან, მისი თქმით, დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები