ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რომ ყოფილიყო, ენმ არჩევნებში ხმების მინიმუმ, 50 პროცენტს აიღებდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ არა მხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა, არამედ იმ პირობებში, როცა ამხელა ზეწოლა იყო ჩვენი პარტიის მისამართით, აიღო 35 პროცენტზე მეტი. აიღო, პრაქტიკულად, ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობა აიღებდა მინიმუმ, 50 პროცენტს. ეს ყველამ იცის ძალიან კარგად, იმიტომაც არ მიშვებენ ქვეყანაში", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.