შეუძლებელია, აღშფოთებას არ იწვევდეს ელჩების წინააღმდეგ კამპანია, გაუგებარია, რა მიზნით წამოიწყეს — ვაშაძე
ფოტო: მთავარი არხი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ შეუძლებელია, აღშფოთებას არ იწვევდეს ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებზე თავდასხმა. ვაშაძემ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა, სადაც ენმ-დან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო ეს კამპანია ელჩების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძე განცხადების ამ ნაწილით მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას ეხმაურება, რომელმაც ელჩები გააკრიტიკა.
"შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.
ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს!", — წერს ვაშაძე.
მისივე თქმით, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე არჩეულ ტაქტიკას. თუმცა, ვაშაძე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს და არის თუ არა ეს პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება. ამასთან, მისივე თქმით, ვერ შეეგუება იმას, რომ "პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას".
ვაშაძე აღნიშნავს, რომ პირად საუბრებში პრობლემებზე პარტიის სხვა წევრებიც მიუთითებენ
"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს", — აღნიშნავს ის.
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები