მოლოდინები ტრამპის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით თურქეთში
ფოტო: Osman Orsal/Reuters
თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდის მიმართ დიდი მოლოდინები აქვთ. ანკარა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას ელოდება, მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იმედგაცრუებაც მოსალოდნელია.
ნატოს წევრ ქვეყანას იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადახედავს ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას რამდენჯერმე დაიძაბა.
თურქეთის პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები, რომლებიც როგორც წესი, კრიტიკულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიესალმებიან.
თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესახებ კეთილგანწყობით ისაუბრა და თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას “აქვს პერსპექტივა/ ხედვა, რომელიც დაიცავს თურქეთის სენსიტიურ პოზიციებს რეგიონში.”
ვებგვერდ Al-Monitor-ის თურქეთის პოლიტიკის შესახებ სვეტების ავტორი, სემი იდიზი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები რამდენჯერმე დაიძაბა ობამას პრეზიდენტობისას და არსებობს იმედი, რომ ტრამპს შეუძლია ურთიერთობები იმავე კალაპოტში დააბრუნოს.
ტრამპი ერდოღანის ხელისულების მიმართ უფრო მეტად დამყოლი იქნება, ვიდრე ეს შეიძლება ბევრს ეგონოს
“ტრამპი ერდოღანის ხელისულების მიმართ უფრო მეტად დამყოლი იქნება, ვიდრე ეს შეიძლება ბევრს ეგონოს. ვფიქრობ ესაა ის, რასაც ანკარას იმედები ემყარება. მათ საერთო მტრები ჰყავთ და ვფიქრობ, ისინი ეცდებიან, რომ სწორედ ამაზე ფოკუსირდნენ. თურქეთის ხელისუფლება ნამდვილად იმაზე მეტს ელოდება ტრამპის ადმინისტრაციისგან, ვიდრე მან მიიღო ობამას ადმინისტრაციისგან”, - ამბობს იდიზი.
თუმცა მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მოლოდინები გადაჭარბებულია:
“ვფიქრობ, აშკარა იქნება ტრამპის მმართველობისას თურქეთისა და შტატების ურთიერთობის საკითხზე ტონის ცვლილება. ალბათ ესაა ის, რასაც ბევრი ელოდება და არა ის, რომ ეს პანაცეა იქნება, რომელიც ჯადოსნური ჯოხივით ერთ ღამეში ყველა პრობლემას მოაგვარებს”.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა გასულ კვირას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას ურთიერთობების გადასახედად. საჭირო ნაბიჯების სიაში ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის ექსტრადიციის პროცესის დაჩქარებაც იყო, რომელსაც გასულ წელს თურქეთში მომხდარი ამბოხის მცდელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.
გარდა ამისა, ილდირიმმა შეერთებული შტატებისგან სირიელი ქურთების ჯგუფის შეიარაღებული მხარდაჭერის შეწყვეტაც მოითხოვა. ჯგუფის, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” თვითაღიარებული დედაქალაქის - რაქას ასაღებად იბრძვის. სირიელი ქურთების მიერ დაარსებულ პარტია “დემოკრატიულ კავშირს” ანკარა ქვეყანაში მეამბოხე ქურთებთან კავშირში ადანაშაულებს.
Global Source Partners” - ის კონსულტანტი ატილა ისილადა შიშობს, რომ ანკარა შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა კომენტარებიც გასულ კვირას სენატში სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის რექს ტილერსონის მოსმენისას გაკეთდა.
“გულენის ექსტრადიცია იურიდიული, სამართლებრივი საკითხია და ამ მხრივ უშუალოდ ტრამპს ძალიან ცოტა რამ თუ შეეძლება გააკონტროლოს. პარტია “დემოკრატიული კავშირი” კი რაქას აღების საქმეში წინ მიიწევს. არ მგონია, ტრამპი სასწრაფოდ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში. რექს ტილერსონმა კი დაიცვა ქურთები, როგორც მამაცი, გმირულად მებრძოლი მოკავშირეები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იბრძოლებს “მუსლიმური საძმოს” წინააღმდეგაც, რომელიც ამავე დროს ერდოღანის მოკავშირეა.” - ამბობს ისილადა.
ანკარას შეშფოთებას იწვევს ტრამპის დამოკიდებულება ისრაელის მიმართაც. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ურთიერთობების დამატებით დაძაბვა შესაძლოა გამოეწვია ტრამპის ადმინისტრაციის განზრახვას, რომ ისრაელში ამერიკის საელჩო თელავივიდან იერუსალიმში გადავიდეს.
ამასთან, მას შემდეგ, რაც ამერიკამ გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისგან თავი შეიკავა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე ისრაელის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ტრამპი წერდა, რომ არ დაუშვებდა ისრაელის მიმართ უპატივცემულო მოპყრობას. ამის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უკვე გამოთქვა შეშფოთება ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.
ამერიკამ პირველად შეიკავა თავი გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელისადმი კრიტიკული რეზოლუციის დაბლოკვისგან. რეზოლუცია თელ-ავივის მხრიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს კერძო ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების აშენებას აკრიტიკებდა.
ტრამპსა და ისრაელის პრემიერმინისტრს შორის შეხვედრა მომავალი თვის დასაწყისშია დაგეგმილი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები