შესაძლოა, მელიას ოფისი ენმ-ზე განაწყენებულმა პირმა გადაწვა — შუკაკიძეების ადვოკატები
ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნოდარ და ლევან შუკაკიძეების, რომლებსაც ნიკა მელია საკუთარი შტაბის დაწვაში ბრალს სდებს, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მელიას ბრალდება დაუსაბუთებელია.
"9 წლიანი რეჟიმის დროს ბევრი ადამიანი განაწყენდა. არ გამოვრიცხავთ, ან თვითონ დაგეგმეს ეს თავდასხმა, ან მათზე განაწყენებულმა პირმა ჩაიდინა", — განაცხადეს ადვოკატებმა.
როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნა, ასე ფიქრის საფუძველს თავად მელიას დაუსაბუთებელი ბრალდება აძლევს — როგორც მელიამ უარგუმენტოდ დაადანაშაულა შუკაკიძეები, ისევე, ფიქრობენ თავად, რომ ენმ-მ თვითონ დაგეგმა შტაბზე თავდასხმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ის იწყებს ბრძოლას არა მხოლოდ ხმის ქურდებზე, არამედ მათთან გარიგებაში მყოფ ე.წ ქურდებზეც, რომლებმაც მისი შტაბი დაწვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში დაწერა.
"არჩევანს მარტო არჩევნების დღეს არ აკეთებ ადამიანი. არჩევანს აკეთებ შემდეგაც — ან იბრძვი შენს მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად, რომელიც მოგპარეს, ან ეგუები მის ასე უტიფრად და უსინდისოდ მოპარვას და ამ შეგუებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები. დღეიდან, მე ვებრძვი როგორც ხმის ქურდებს, ისე, მათთან ბინძურ გარიგებაში მყოფ ე.წ. "ქურდებს". სწორედ მათ და სხვამ არავინ გადაწვეს ჩემი შტაბი.
რა ფოკუსებიც არ უნდა ატაროს ყალბისმქმნელმა რეჟიმმა, ყველამ იცის და მათაც —კალაძე კობიაშვილმა და მათმა "შნირებმაც" — ე.წ. კანონიერმა ქურდმა ნოდარ შუკაკიძემ, იგივე ნოდო გლდანსკიმ, რომელიც საბერძნეთში იხდის სასჯელს და მისმა აქ მყოფმა ოცნების პარტიულმა კორდინატორმა ძმამაც კარგად იციან რა მწარედაც წააგეს ბრძოლა გლდანში და ეს გადაწვა სხვა არაფერი იყო თუ არა მარცხისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბოღმის ამოფრქვა - პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლად ამოფრქვევა.
ხმის ქურდებსაც და მათ "ქურდულ" "შაიკასაც" — აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმაზე რაც ჩაიდინეს. ვერსად დაიმალებიან, თუ რა თქმა უნდა, მიწა პირს არ იზამს და თან არ ჩაიტანს. ამ ქვეყანას არავის გავათელინებთ...", — წერს ნიკა მელია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 16 ნოემბერს გლდანში ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა მოხდა. როგორც On.ge-ს მელიას შტაბის წევრმა განუცხადა, ოფისს ქვები და, სავარაუდოდ, ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დამწვარია ოფისის ავეჯი.
ამავე დღეს ქვები ესროლეს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის შტაბს. როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, ეს არის ერთობილი შტევა ენმ-ზე ქართული ოცნების მხრიდან.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები