"არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა" არის სუს-ის ლოზუნგი — სააკაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მიხეილ სააკაშილი / Facebook
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაივით ჩაერთო და კითხვებს უპასუხა. როგორც თავად აღნიშნა, ლოზუნგები, სადაც მისი ჩამოსვლის მოწოდებაა, სუს-სა და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.
"არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა — არ არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ასევე, ლაივისას მიწერეს — "თქვენ თუ გადაგვარჩენთ", რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ აღარ უნდოდა ეს მესიჯები, რადგან ესეც სუს-ს გზავნილი იყო.
მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვისაც მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ უპასუხა, რომ "სააკაშვილით საკითხი არ წყდება".
აღსანიშნავია, რომ დღეს ბათუმში მიმდინარე ოპოზიციის აქცია პარტია მოქალაქეების წევრებმა დატოვეს. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, გენრი დოლიძე აღნიშნავს, აქციას ერთადერთი ლოზუნგითა და მიზნით უერთდებიან — ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები სამართლიანი ცესკოს პირობებში.
"ჩვენ აქციას ვუერთდებით ერთადერთი ლოზუნგითა და მიზნით, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ვიწრო პარტიული ლოზუნგის ქვეშ ჩატარებულ აქციაზე ჩვენ ვერ დავდგებით, ბუნებრივია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ოპოზიციაში არის რაიმე დიდი განხეთქილება", — განაცხადა გენრი დოლიძემ.
ბათუმში ოპოზიციის აქცია პირველად პარტია ლელოს წარმომადგენლებმა დატოვეს. TV პირველის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქციის მონაწილეებს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ბანერები ეჭირათ, წარწერით — "მიშა ჩამოდი".
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, TV პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ ლოზუნგები, რომელიც არ ეხება ოპოზიციის საერთო მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ამომრჩეველში დაბნეულობას იწვევს.
"სხვადასხვა ოპოზიცური პარტია ვიკრიბებით იმ მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამ ერთობლივი მანიფესტაციების მიზანი და მიზეზი არის ის, რომ ჩატარდა არჩევნები, რომელიც გაყალბდა. ჩვენ ერთობლივად ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას. სხვა მოთხოვნები, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას და არავის არა აქვს უფლება, რომ შეუზღუდოს მათ ეს მოთხოვნა, მაგრამ ალბათ ცალკე აქცია უნდა ჩატარდეს ამისათვის. იმიტომ, რომ მაშინ ეს გაუგებრობას იწვევს ყველასთვის ვინც ამ აქციას აკვირდება, იმიტომ, რომ აღარ არის ნათელი რა არის ოპოზიციების გაერთიანებული მიტინგების მიზანი", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიცია მორიგ აქცის აჭარაში მართავს. ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციებს პერმანენტულად აანონსებენ. როგორც დღეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია აპირებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, 18 ნოემბერს "მდუმარე" აქცია მოაწყოს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები