შეწყვიტოს მთავრობამ ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული მეთოდის გამოყენება — NGO-ები ნამახვანი ჰესზე
არასამთავრობო ორგანიზაციები მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაშლას ეხმაურებიან. ორგანიზაციები მოწოდებას ავრცელებენ.
მთავრობას:
- შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიული მეთოდის გამოყენება და შექმნას დიალოგის ფორმატი;
- მანამ, სანამ ხალხთან კონსულტაციებს არ გაივლის და ჰესის შესაძლო ზეგავლენაზე შესაბამისი დოკუმენტაცია და კვლევები წარმოდგენილი არ იქნება, უზრუნველყოს ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება.
სასამართლოს:
დროულად და მიუკერძოებლად განიხილიოს წარმოებაში მიეღებული ყველა სარჩელი, რათა ადგილობრივებს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით გადაწყვეტის საშუალება მიეცეთ.
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მედია ორგანიზაციებს:
დაინტერესდნენ ნამახვანი ჰესის კანონიერებისა და მისი შესაძლო ზეგავლენის საკითხებით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მოქალაქეებმა ნამახვანი ჰესის მშენებლის გასაპროტესტებლად გზა გადაკეტა. პოლიციამ გზის გახსნისთვის მოსახლეობის დაშლა გადაწყვიტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
რიონის ხეობის გადარჩენის აქტივისტები უკვე 21 დღეა აქციებს აწყობენ და მშენებელი კომპანიის გაყვანას მოითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა On.ge-ს უთხრა, ამ ხნის განმავლობაში მათთან არავინ მისულა, სწორედ ამის გამო გზის გადაკეტვა გადაწყვიტე.
გოლეთიანის თქმით, მოქალაქეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ გადაბმულები, პოლიცია კი მათ მიმართ ძალას უხეშად იყენებდა, რა დროსაც მათ დაზიანებები მიიღეს.
"პოლიცია რაღაც მონაკვეთში ხალხს რომ დაეტაკა და მერე წაიქცნენ, ბავშვები და ქალები იყვნენ ამ ჯაჭვში შებმულნი, ყველას შეგვეშინდა, რომ შეიძლებოდა რეალურად ჭყლეტაში მოვყოლილიყავით. მერე უკვე ხელებზე ქაჩავდნენ მათ, ვისაც ჯაჭვი ჰქონდა შებმული, ეძიძგილავებოდნენ სუყველას, ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული "ზედახორა". უხეში ფორმებით ცდილობდნენ, რომ ეს ხალხი გაეყვანათ. მიბმულები იყვნენ ერთმანეთთან, ფიზიკურად ხო ვერ აწევდნენ და ამიტომაც მიიღეს დაზიანებები", — ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
ნამახვანი ჰესების კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს. მისი სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები