თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნება, დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას — ვაშაძე
ფოტო: გრიგოლ ვაშაძე / Facebook
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნება, დიდი ალბათობით, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ვაშაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას, არ მაქვს გადაწყვეტილი. რაღაც თავი ცხოვრებაში იწყება, რაღაც თავი მთავრდება, გადაწყვეტილად არ მითქვამს, დიდი ალბათობით, არა. რომ გითხრათ, ვაპირებ, 30 წელი ვიბალახო ამ მოედანზე, როგორც ზოგიერთები აკეთებენ და ერთი პარტიიდან მეორეში ვირბინო და ასე შემდეგ, ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი. ვნახოთ, მომავალი რას მოიტანს. სტანსილავ ეჟი ლეცს აქვს გამოთქმა, რომელიც ბევრზეა — ისე მტკიცედ ეჭირა დროშის ტარი ხელში, ვერ გაიგეს, დროშა როდის გამოცვალეს", — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება იმას, შევა თუ არა ვაშაძე პარლამენტში, თუ მისი თანაპარტიელები ამას გადაწყვეტენ, განაცხადა, რომ არ შევა.
"არა, ვერ ვიქნები იმიტომ, რომ მე იმ ორგანიზაციასთან, ქუთაისის ორგანიზაციასთან, რომელთანაც 2017 წლიდან გავატარე იმაზე მეტი დრო, ვიდრე თბილისში ვინმესთან, თავიდანვე მოვილაპარაკეთ, რომ ვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს —– შევდივართ; ვერ ვიგებთ — მე სიით პარლამენტში არ შევალ", — აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.
გაპროტესტებული არჩევნების შედეგბთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიის ლიდერები აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. შეხვედრიდან პირველი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია ისევ ერთიანია, მოთხოვნები კი უცვლელი. იგივენაირი შეფასებები ჰქონდათ ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც. პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად შეთანხმებით დასრულდება. რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძეს მან შეხვედრა "პოზიტიურად" შეაფასა და აღნიშნა, რომ დიალოგის დაწყება პოზიციების დაახლოებას ემსახურება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები