მართლებიც და მტყუანებიც ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ — უსუფაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ლელოს წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ "მართლებიც" და "მტყუანებიც" ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში იღებენ მონაწილეობას.
"პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც — ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ", — დაწერა უსუფაშვილმა ფეისბუქგვერდზე.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, გამოსავალი ახალი არჩევნების ვადებზე, პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრებაა.
"გამოსავალია ახლი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს - დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება", — განაცხადა უსუფაშვილმა.
სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდებოდა ცესკოსთან
8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.
რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა და ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე.
უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.
- დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა — EMC
- კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს — TI ცესკოსთან პოლიციის ქმედებაზე
- მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! — ლომჯარია
გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე:
- შეეშვან ხალხის ხოცვას, დაშლას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება — ხოშტარია
- მოვუწოდებ, არ გაცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად — მდინარაძე
- ასეთ დროს მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება — მდინარაძე
- ეს არის უტიფარი რეჟიმის პანიკა, ასე იქცევა ყველა ავტორიტარული რეჟიმი — ბოკერია
- ის, რაც ცესკოსთან ხდება, არის პანიკის ნიშანი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ლუკაშენკოს ხელისუფლება — ბაქრაძე
- გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ — ალეკო ელისაშვილი
-
გამოავლინეს დინოზავრის ახალი სახეობა, რომელიც ამ ცხოველთა ევოლუციის ისტორიას ცვლის გამოავლინეს დინოზავრის ახალი სახეობა, რომელიც ამ ცხოველთა ევოლუციის ისტორიას ცვლის
გადახედვა
-
დრაკო მალფოი ჩინური ახალი წლის თილისმა გახდა დრაკო მალფოი ჩინური ახალი წლის თილისმა გახდა
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა ზოგად და უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო "ოცნების" პარლამენტმა ზოგად და უმაღლეს განათლების შესახებ კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო
გადახედვა
-
მარსზე რობოტისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი ერთობლივი მისია შედგა მარსზე რობოტისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი ერთობლივი მისია შედგა
გადახედვა
-
ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
გადახედვა
-
ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე — ბრძოლა პირველი მედლებისთვის ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე — ბრძოლა პირველი მედლებისთვის
-
POG: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა POG: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა
გადახედვა
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც ავტობუსის ფანჯარაზე მიჭყლეტილმაც შეგიძლია გააკეთო On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც ავტობუსის ფანჯარაზე მიჭყლეტილმაც შეგიძლია გააკეთო
გადახედვა
-
ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო) ტაილანდში ტურისტებს ქელეხი რესტორანი ეგონათ, ჭირისუფლები კი მაინც გაუმასპინძლდნენ (ვიდეო)
-
POG: რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს ექსტრადირება მოხდა POG: რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს ექსტრადირება მოხდა
გადახედვა
-
"არცთუ ისე აღმაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს "არცთუ ისე აღმაშფოთებელი იყო", — ჩაპელ როუნი გრემის ჩაცმულობის კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს კინოდაჯილდოება — ელისო 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
-
ეს პარლამენტარი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს — შვედი დეპუტატი ირაკლი კირცხალიას ეს პარლამენტარი საკუთარი ხალხის დაცვას ტყუილისა და შვედეთის შეურაცხყოფას ამჯობინებს — შვედი დეპუტატი ირაკლი კირცხალიას
გადახედვა
-
საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს საფრანგეთში სოციალურ ქსელ X-ის ოფისები გაჩხრიკეს — დაკითხვაზე ილონ მასკიც დაიბარეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა
-
შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება
გადახედვა
-
ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა ორსულობისას ნედლი რძის მოხმარებას ახალშობილის გარდაცვალება მოჰყვა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი — კოხტა უბანი შენდება ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი — კოხტა უბანი შენდება
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით კვლავ მოლოდინის რეჟიმშია
გადახედვა
-
მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს
გადახედვა
-
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
კომენტარები