ცალკეულ შემთხვევებში რაც მოხდა იმას, არჩევნების გაყალბება ჰქვია — ლომჯარია
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების გაყალბება ჰქვია. თუმცა, მისივე თქმით, ყველა ოქმთან დაკავშირებით, სანამ ყველა არ გადაითვლება, ამას ვერ იტყვის.
"თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარება. ცალკეულ შემთხვევებში ნამდვილად ვხედავ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება და გაირკვეს ამ პროცესში ვის რა როლი ჰქონდა", — განაცხადა ომბუდსმენმა პალიტრანიუსთან.
მისივე აზრით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიების იმ წევრების მიმართ არსებობს, ვინც შემაჯამებელი ოქმები გააყალბა.
სახალხო დამცველი ცესკოს მუშაობასაც უარყოფითად აფასებს. ლომჯარიას თქმით, თამარ ჟვანიას, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სისტემური თუ ფართომასშტაბიანი დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება. ომბუდსმენის განცხადებით, ჟვანიას მხრიდან სწორ სამართლებრივ გზავნილებს ადგილი არ ჰქონია.
"სწორი იქნებოდა, საჯაროდ მოუწოდებდეს ქვემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომ გადაითვალოს ყველა პრობლემური საარჩევნო უბანი, გაიხსნას საარჩევნო მასალა, თუმცა მისი მხრიდან ამგვარ მოწოდებებსა და განცხადებებს ვერ ვხედავთ. ის, ძირითადად, აპელირებს, რომ ხდება ოქმების ჩასწორება. სწორედ ჩასწორების პროცესია პრობლემატური. არ შეიძლება ოქმების ჩასწორება მხოლოდ კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების საფუძველზე. ამას გადათვლა, გადამოწმება და რეალური შედეგების დადგენა სჭირდება", — ამბობს ლომჯარია.
ის, ასევე, ცესკოზე მმართველი პარტიის ზეწოლას არ გამორიცხავს.
სახალხო დამცველის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ სერიოზულ ხარვეზებში მდგომარეობდა. მისი თქმით, უფრო ცუდი იყო კენჭისყრის შეჯამება და ხმის დათვლის პროცესი, ვიდრე არჩევნების დღე.
“საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებული სერიოზული დისბალანსი, შემაჯამებელ ოქმების გადასწორება და სხვა პრობლემები, ნამდვილად მასშტაბური იყო", — განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე განცხადებით, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთან შედარებით გადაჭარბებული ბიულეტენების რაოდენობა საარჩევნო უბნების 8%-ში გვხვდება.
"არის სხვა ტიპის სერიოზული პრობლემები, როდესაც ხელმოწერების რაოდენობა არ ემთხვევა, როდესაც ოქმები თვითნებურად სწორდებოდა, რისი უფლებაც საარჩევნო კომისიის წევრებს არა აქვთ. იყო სხვა ტიპის დისბალანსიც. ამიტომ, პროტესტი და მოთხოვნები, რაც საზოგადოებაში ისმის, არის სამართლიანი და სამართლებრივად დასაბუთებული", — აღნიშნავს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის თქმით, მოცემულ ვითარებაში საჩივრების, სარჩელების სამართლიან განხილვას ალტერნატივა არ აქვს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები