ბათუმში, 86-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თან ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიაწოდეს.

ვიდეოში გარკვევით ისმის, თუ როგორ აპროტესტებს მოქალაქე საარჩევნო სიაში თავისი დედის სახელი და გვარის პოვნას, რომელიც, მისივე თქმით, წლების წინ გარდაიცვალა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: