საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასა და დაზიანებაზე რეაგირება არც ერთ მუნიციპალიტეტს ჰქონია — GMC
საქართველოს მედია-კლუბის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში მასობრივად ხდებოდა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის დაზიანება და ერთი სუბიექტის პლაკატებზე სხვა სუბიექტის პლაკატების გადაკვრა, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლით რეაგირება ევალებათ, კვლავაც უმოქმედოდ იყვნენ. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, თავად საარჩევნო სუბიექტები თვითმმართველობებს დარღვევაზე რეაგირების მოთხოვნით, პრაქტიკულად, არ მიმართავდნენ.
საქართველოს მედია-კლუბმა 64-ვე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესახებ.
"64 მუნიციპალიტეტიდან არც ერთის აღმასრულებელ ორგანოს, საკუთარი ძალებით, არ გამოუვლენია სააგიტაციო მასალის უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების ფაქტი, შესაბამისად, არც ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ არის შედგენილი", — ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტებიდან, ასევე, გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენმა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა მათ სააგიტაციო მასალის დაზიანების ან გადაკვრის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით და რა სახის რეაგირება მოახდინა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ. საქართველოს მედია-კლუბის ცნობით, 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთ — შუახევის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ერთხელ მიმართა საარჩევნო სუბიექტმა კონკრეტული დარღვევის ფაქტზე მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისთვის.
"საარჩევნო სუბიექტები ხშირად წუხან მათი სააგიტაციო მასალის დაზიანების, ან მათზე სხვა სუბიექტის პლაკატების გადაკვრის გამო, თუმცა, რეაგირებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, პრაქტიკულად, არ მიმართავენ. საქართველოს მედია კლუბის მონიტორებთან საუბარში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამის მიზეზად მოჰყავთ უნდობლობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართ. ოპოზიციაში თვლიან, რომ თვითმმართველობის ორგანოებისადმი მიმართვა მათი დროის და რესურსების ფუჭი ხარჯვაა, რადგანაც მერია არანაირ სანქციებს არ გაატარებს კანონდამრღვევების მიმართ", — ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
საქართველოს მედია-კლუბის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში, 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებულ დარღვევებს. მონიტორინგი, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის — წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი ფარგლებში ხორციელდება.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები