თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები — კაპანაძე წულუკიანს პასუხობს
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ თეა წულუკიანის განცხადების საპასუხოდ ის ორგანიზაციები ჩამოთვალა, რომლებიც, მისი თქმით, მმართველ გუნდთან არის დაკავშირებული და აკვირდებიან არჩევნებს.
"ქალაბტონმა წულუკიანმა რაღაც სია რომ წარადგინა და ტყუილებით გაავსო იქაურობა, ძალიან მაინტერესებს რატომ არ წაიკითხა დამკვირვებლების სიაში შემდეგი სუბიექტები:
- საქართველოს პროფესიული განათლების და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენთდა პროფესიული კავშირი — მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩენებს;
- გრიგოლ გაგნიძის ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია — ასევე მათი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება;
- ლადო ბოჟაძის არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;
- ნანა კაკაბაძის ორგანიზაცია — ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
- სახელმწიფო და მოქალაქე, ან მწვანე დედამიწა.
ამ ყველაფერს აკეთებენ თვითონ, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში ისეთებიც იქნებიან, რომელთაც არ მოსწონთ ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან, ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, გაუგებარია", — განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, წულუკიანს და ივანიშვილს ეშინიათ დამკვირვებლების, რადგან აქვთ იმედი, რომ რაღაცას გააყალბებენ.
"როგორც ჩანს, ქალაბტონი წულუკიანი, აშკარად არის პანიკაში. მან იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ეხლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი. წულუკიანი ხომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ცნობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ძალიან ცნობილია თუ ნაკლებად ცნობილია. ის იცნობს მხოლოდ თავის არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ეხლა აპროტესტებს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა არის ნაკლები, ადგილობრივები თუ აკვირდებიან ეს არის მისთვის პრობლემა", — თქვა სერგი კაპანაძემ.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების პარტიული სიის მე-4 ნომერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან. იუსტიციის ყოფილი მინისტრის თქმით აქედან 8 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპულ საქართველოს ჰყავს.
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები