თავი გაანებონ ჩვენს შტაბებს, ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ — ჯაფარიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / გირჩი
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ისინი არც შრომის ინსპექციას და არც რომელიმე სხვა სტრუქტურას არ მისცემენ მათ შტაბებში შესვლის უფლებას.
16 ოქტომბერს, გვიან ღამით შრომის ინსპექცია შევიდა ბარში, სადაც გირჩის შტაბია განთავსებული. როგორც ჯაფარიძემ თქვა, ინსპექციამ სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, რომ დააჯარიმებდნენ. მისივე თქმით, ეს გირჩის საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლაა:
"შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის ქცეული და კონკრეტულად გირჩის მიმართ გამოიყენება ბრძოლის ეს ხერხი".
გირჩის ლიდერი ამბობს, რომ მათ რამდენიმე შტაბი ბარებში აქვთ განთავსებული, რათა ახალგაზრდა მხარდამჭერები მივიდნენ, ალკოჰოლი მოიხმარონ და სხვადასხვა თემაზე ისაუბრონ.
"მინდა ავხსნა შინაარსი, რა არის, რის გამო ემუქრებიან ამ ადამიანებს დაჯარიმებით. თუ მე ნებისმიერ ამ შტაბში, რომელიც არის გირჩის შეფუთული შტაბი მივიტანთ 20-ლიტრიანებით ღვინოს, ჩამოვასხამ და დავარიგებ, ისინი ამბობენ, რომ ეს არაა პრობლემა. არც ხალხის შეკრებაა პრობლემა და არც დალევა. პრობლემა ყოფილა ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები როცა მოდიან და სასმელში იხდიან ფულს, იმუქრებიან, რომ დააჯარიმებენ", — განაცხადა ჯაფარიძემ.
როგორც იგი ამბობს, მათ კიდევ ერთი ღონისძიება აქვთ რიყეზე, სადაც კვლავ იგეგმება ალკოჰოლის მოხმარება, რომელსაც ადგილზე შეიძენენ.
"თავი გაანებონ ყველა ჩვენს შტაბს. არც ერთ შტაბში აღარ შევუშვებთ. ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, და ვერც შრომის ინსპექცია შევა და ვერც რომელიმე ახლადგამოგონილი სტრუქტურა. ფიზიკურად არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ახალი რეგულაციით, 10 საათის შემდეგ თბილისში ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. გირჩი სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები