ეს არის ჩაფლავებული მთავრობის კრიზისმენეჯმენტი — კაპანაძე ეპიდსიტუაციაზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა მატება "ჩაფლავებული მთავრობის" კრიზისმენეტჯმენტის შედეგია.
"კარგად ჩანს, ვინ არის კორონას მხარეს და ვის უხარია ახლა ეპიდემიური მდგომარეობის გამწვავება. ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ოღონდ ბელადმა ძალაუფლება შეინარჩუნოს", — განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, გართულებულ ეპიდსიტუაციის ფონზე სახელისუფლებო პროპაგანდა ოპოზიციის დადანაშაულებას ცდილობს.
"25-ზე რომ კარანტინი გამოცხადდა, მანქანებში წინ ჯდომა აიკრძალა, ქუჩებს რეცხავდნენ ისტერიულად, ონლაინ ვაჭრობა აიკრძალა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა, ყველა ფრენა გაუქმდა, კომენდანტის საათი დაწესდა, ჯარი რომ სიცხეს ზომავდა და ავტობუსები და მარშუტკები აიკრძალა... ოპოზიცია ვირუსის მხარეს არისო, რომ გვიყიჟინებდა სამთავრობო პროპაგანდა.... ეს ხომ გვახსოვს?
ახლა, 919-ის შემთხვევაში რა ხდება? ზემოთ ჩამოთვლილთაგან რამე? ნუ, გარდა ისევე ყიჟინისა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ გარეჯი გავყიდეთ", — აცხადებს კაპანაძე.
კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას არჩევნების მოგების იმედი სწორედ შექმნილი ვითარების გამო აქვს. იგი მოსახლეობას დაფიქრებისკენ მოუწოდებს, რადგან ქართული ოცნების წარმოდგენილ 2021 წლის ბიუჯეტში კორონავირუსთან საბრძოლველად თანხა არ არის გათვალისწინებული.
"უბრალოდ არჩევნებს ელოდებიან, იქნებ კორონამ უშველოს და ხალხი არ მივიდეს და გაძვრნენ? და მერე რა ხდება? ერთი წამით დავფიქრდეთ მერე რა უბედურება დაიწყება, ეს რომ მართლა ასე მოხდეს. დავფიქრდეთ მერე ლარს რა მოუვა, ეკონომიკა როგორ კიდევ უფრო დაგვექცევა, ვალები რომ ავიღეთ მილიარდობით და ლარის გამყარებაში ჩავაქციეთ და ლარი მაინც გაიქცა, ამ ფულს როგორ გადავიხდით? დავფიქრდეთ, რომ 2021-ის ბიუჯეტში კორონას წინააღმდეგ საბრძოლველად 0 ლარი ჩადეს. დავფიქრდეთ. ახლა, როგორც არასდროს გვმართებს დაფიქრება", — აცხადებს სერგი კაპანაძე.
ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 7 073 აქტიური შემთხვევაა, მათგან 70-მდე პაცინეტი კრიტიკულად მძიმეა. ინფექციური საავადმყოფოს ბოსქირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში 286 ახალი შემთხვევაა, იმერეთი — 104, სამეგრელო — 57, ქვემო ქართლი — 44, შიდა ქართლი — 21, კახეთი — 13, გურია — 13, მცხეთა — 11, სამცხე-ჯავახეთი — 3, რაჭა — 1.
მარინა ენდელაძის თქმით, 15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, სულ — 113, გამოჯანმრთელდა — 208. საქართველოში სულ 14 440 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 367 უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 792 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 042 პირი მკურნალობს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები