ჩემს ქმარს გამოკითხვაზე ჰკითხეს, ილიჩოვა რომ რუსია, რამეს ხომ არ გააკეთებდა ქვეყნის წინააღმდეგო? — მელაშვილის ცოლი
ფოტო: On.ge / ანა მსხალაძე
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ცოლის, თამარ სულაძის განცხადებით, მის ქმარს ჰკითხეს, გააკეთებდა თუ არა მეორე დაკავებული ნატალია ილიჩოვა რაიმეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, რადგან ის ეთნიკურად რუსია. სულაძის თქმით, მელაშვილმა მათ უპასუხა, რომ ილიჩოვა რუსია, მაგრამ ბევრ ქართველს სჯობს და პატრიოტულ საქმეს აკეთებს.
"მე ვკითხე ჩემს მეუღლეს — ხომ არ მოახდენენ ზეწოლას სხვა კომისიის წევრებზე, რომ თქვენ წინააღმდეგ ან იმის [ნატალია ილიჩოვა] წინააღმდეგ ხმა მისცენ? არ არის გამორიცხულიო მითხრა. გამოკითხვის დროს მე მითხრესო, რომ ნატალია რუსია და იქნებ იმან რაღაც გააკეთა ისეთიო. ჩემმა მეუღლემ მითხრა, გამეცინა და ვუთხარი — ბევრ ქართველს ჯობია, ისეთ საქმეს აკეთებს, ისეთ პატრიოტულ საქმესო", — განაცხადა თამარ სულაძემ TV პირველთან საუბრისას.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასათავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა
გადახედვა
-
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
-
საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით
გადახედვა
-
რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი საკანცელარიო დანით ყელის არეში დაჭრა დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი საკანცელარიო დანით ყელის არეში დაჭრა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება? ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება?
-
ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ს საელჩო აშშ-ში უკანონო შესვლასთან და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 3 პირის დაკავებას ეხმაურება საქართველოში აშშ-ს საელჩო აშშ-ში უკანონო შესვლასთან და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 3 პირის დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა
-
ნისლი "ცოცხალია" — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ ნისლი "ცოცხალია" — მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნისლის ბაქტერიები ჰაერს ტოქსინებისგან ასუფთავებენ
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
გადახედვა
-
რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები