გიგი უგულავა

12 Oct. 2020, 15:00

იმაზე, რომ 120/30 მიღების შემდეგ, საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით. სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერშიფიც. ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და რომ სწორედ ის, მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას.

ასეც მოხდა — ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა, ან მე ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის ეს წესი, მტერი აღმოჩნდა — ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე ევროპული საქართველო, შემდეგ გირჩი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული…