პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირება პატრიოტ ადამიანებთან — კაპანაძე საზღვრის საქმეზე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება.
"საზღვრის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია საწყისი წერტილის შეთანხმება, ანუ, ორ ქვეყანას შორის რომელი წლის შეთანხმებიდან იწყებ მოლაპარაკებებს და რას იღებ ჩარჩოდ.
ამ ე.წ. ახალი 200 000-იანი რუკის გამოყენებით, თურმე უნდა მოგვერღვია 1938 წლის შეთანხმება, როგორც საზღვრის დადგენის საწყისი წერტილი, რაზეც 1996 წელს შევთანხმდით აზერბაიჯანთან. ჰო, მართლა, აზერბაიჯანსაც უნდა ამ საწყისი წერტილის მორღვევა. თუ რატომ, თავად მიხვდებით.
აზერბაიჯანთან იყო 1920 წლის, 1938 წლის, 1945 წლის (ნახევრად) და 1991 წლის (საკოლმეურნეო რუკები) შეთანხმებები.
1920 წლის — მისი გამოყენება შეუძლებელია ამხანაგი სტალინის დამსახურების გამო, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები გადასცა აზერბაიჯანს. ისე კი გვაწყობს, მაგრამ არარეალისტურია. ამაზე ორივე ქვეყანა ვთანხმდებით და სადავო, სამწუხაროდ არაა. ვინც გაბრაზდებით — დიდი ქართველი ამხანაგი სტალინი გაიხსენეთ სხვადასხვა ბრუნვაში.
1927-29 წლებში არის პრეზიდიუმის ოქმები, რომლებიც, ასევე, არ გვაწყობს. ამის გამოყენებას ბაქო ცდილობდა და ჩვენები წარმატებით ბლოკავდნენ. თუ 1938 წელზე ძველი რუკების გამოყენებას დავიწყებთ, ესე იგი, ამ ოქმებს გავაცოცხლებთ.
1938 წლის შეთანხმება — საჩვენოდ კარგია, გარდა დავითგარეჯის მცირე მონაკვეთისა.
1945 წლის — საჩვენოდ ცუდია. ოღონდ ამ შეთანხმებაზე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი, ხოლო აზერბაიჯანისას – არა. ამიტომ, ამ შეთანხმებას არ ვიყენებთ. ბაქოს ამის გამოყენებაც ძალიან უნდა.
1991 — ასევე, ცუდია ჩვენთვის. თან საკოლმეურნეო და ადმინისტრაციული რუკები საზღვრის დადგენისას არ გამოიყენება.
ამ ვითარებაში 1996 წელს კომისიის ოქმით შეთანხმდნენ, რომ 1938 წლის შეთანხმებას და რუკას გამოიყენებდნენ. შეთანხმდნენ ჩვენი კომისიის წევრების ბრძოლის და დამსახურების შედეგად.
ამ შეთანხმებას მიყვებოდა ივერიც და კომისიაც. ყველაფერი, რაც ოქმებით შუალედურად შეთანხმებულია, ამ 1938 წლის რუკით გავლებულ საზღვარს მიყვება.
ანუ, თურმე ივერის და ნატალიას უნდა:
- ა — მოერღვიათ 1938-ის საწყისი წერტილი;
- ბ — გამოეყენებინათ 1938-მდე გამოცემული რუკა და გაეხსნათ პანდორას ყუთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ;
- გ — ეჭვქვეშ დაეყენებინათ აქამდე შუალედურად შეთანხმებული მონაკვეთები.
და ეს უნდა გაეკეთებინათ იმიტომ, რომ ასე ფიქრობს ტლუ ღარიბაშვილი და მასზე კიდევ უფრო ტლუ რამდენიმე ვაი-პატრიოტი, რომელიც ამ დეტალებში ვერ ერკვევა და ასჯერაც რომ მოუყვე, ან წაიკითხოს, რაც მე ახლა დავწერე, მაინც ვერ გაიგებს.
რასაც ახლა ედავება პროკურატურა არის ენით აღუწერელი აბსურდი. ცალკე აღებული რომელიმე რუკით არ ხდება საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმება, თქვე ტლუებო! ჯერ საწყის ათვლის წერტილ შეთანხმებას იღებ და იმით ადგენ ჩარჩოს და მერე იყენებ სხვა მასალებს! ესენი ამბობენ, უბრალოდ რუკა აგეღოთო.
აი, ეს საქმეა სიბნელის, არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირება პატრიოტ, მშრომელ და ჭკვიან ადამიანებთან.
ავირჩიოთ მხარე. ამაზე ნათელი კონტრასტი ძნელად წარმოსადგენია.
გავაგებინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!", — აცხადებს კაპანაძე.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები