დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანის მოღვაწეობა პარლამენტში ნაყოფიერი იქნება — გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ, თეა წულუკიანს "უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის" მადლობა გადაუხადა და პარლამენტში წარმატებები უსურვა.
"მინდა მას წარმატებები ვუსურვო ახალ სტატუსში, პარლამენტში, სადაც, დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ასევე წარმატებული და ნაყოფიერი", — აღნიშნა გახარიამ.
გახარიამ ჩამოთვალა მიმართულებები, სადაც, მისი აზრით, თეა წულუკიანმა "მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში". მათ შორის: აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, "მთლიანად სისტემის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები", ევროსასამართლოში "მიღწეული წარმატებები". ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს გახარიამ მთლიანად თეა წულუკიანის დამსახურება უწოდა.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მისი პერსონალური წვლილი საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში", — აღნიშნა გახარიამ.
თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრი იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში, რომელმაც თანამდებობა ბოლომდე შეინარჩუნა. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების პროპორციულ სიაში მეოთხეა. წულუკიანმა საარჩევნო კამპანიის გამო მინისტრის პოსტი უკვე დატოვა.
თეა წულუკიანის საქმიანობას უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებული რამდენიმე დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე, უშუალოდ სამინისტროს მიმართ. თეა წულუკიანის მინისტრობას უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ზომა, როცა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა.
ევროსასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემთხვევაში.
გარდა ამისა, პირველად საქართველოს ისტორიაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი ორჯერ ჩავარდა და კანდიდატი მხოლოდ მესამე ცდაზე შეარჩიეს. მიზეზი სტრასბურგის მიერ კანდიდატების დაწუნება იყო.
წულუკიანს ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგეს სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ. უწყებას ორივესთვის განაცდურის ანაზღაურება და ახობაძის სამსახურში აღდგენა დაევალა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები