რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში
ფოტო: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიური მიმართულებით წლებია მუშაობს. კლინიკაში კიბოსთან ბრძოლის უამრავი თანამედროვე მეთოდი და ის ინოვაციური მიდგომებია დანერგილი, რომლებსაც განვთითარებულ ქვეყნებში იყენებენ, მათ შორის, რადიაციული ონკოლოგიაც.
რადიაციულ ონკოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ონკოპაციენტების მკურანლობის პროცესში. მაგალითად:
- პროფილაქტიკური სხივური თერაპია — ხშირად გამოიყენება მკურნალობის საბოლოო ეტაპზე. ამ დროს მკურნალობის მიზანია უკვე მიღწეული შედეგის გამყარება და დაავადების დაბრუნების რისკების შემცირება.
- რადიკალური პროგრამა — როდესაც ორგანიზმში ვიზუალიზირდება ონკოლოგიური დაავადების კერა და მიზანია მისი გაქრობა, დაპატარავება ან ზრდის შეჩერება. ამ შემთხვევაში, რადიაციულ მკურნალობასთან ერთად შესაძლოა სხვა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო საშუალებაც იყოს გამოყენებული, რათა გაიზარდოს მკურნალობის ეფექტი სიმსივნურ წარმონაქმნზე.
- ნეოადიუვანტური (მაგალითად ოპერაციის წინა) სხივური თერაპია — ოპერაციის წინა დასხიბევით შესაძლებელი ხდება ინოპერაბელური დაავადება გახდეს ამოკვეთადი. მცირდება დაავადების ლოკალური დაბრუნების რისკი და შესაძლოა მოხდეს ორგანოს შენარჩუნება.
- პალიატიური სხივური თერაპია — ძირითადად მეოთხე სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებში სიმპტომების მართვისთვისაა რეკომენდებული. მათ შორის ტკივილის მოსახსნელად, სისხლდენის შესაჩერებლად, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელების აღმოსაფხვრელად. პალიატიური სხივური თერაპიის მიზანია გაუმჯობესდეს პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.
თოდუას კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ნატალია ჯანყარაშვილმა დეტალურად მიმოიხილა თანამედროვე მედიცინის ამ მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლები.
"თავდაპირველად, როდესაც პაციენტი ონკოლოგს მიმართავს, ფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ტარდება სრული დიაგნოსტიკა დაავადების ზუსტი გავრცელების დადგენის მიზნით. შემდგომ, თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგთა ჯგუფი (ან, იმ ექიმთა ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნული პაციენტის მკურნალობაში) ერთად განვიხილავთ შემთხვევას და იგეგმება კონკრეტული პაციენტის დიაგნოზიდან, დაავადების გავრცელებიდან და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო ეფექტის მომტანი მკურნალობა. ასეთი მსჯელობის შემდეგ, როდესაც იგეგმება სხივური თერაპია, პაციენტი მიმართავს რადიაციულ ონკოლოგთან.
პირველ ეტაპზე, პაციენტს განემარტება მოსალოდნელი შედეგის, ყველა შესაძლო გვერდით მოვლენის შესახებ, რომელიც მკურნალობის პერიოდში ან მის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს. ამას მზადების პროცესი მოჰყვება, რასაც დაგეგმარებას ვეძახით, რაც დასასხივებელი არეალის გადაღებასა და შემდგომ მუშაბას მოიცავს. პროცესში ექიმი და სამედიცინო ფიზიკოსი არიან ჩართულები, პაციენტი კი ამდროს სახლში იმყოფება. ბოლო საფეხური მკურნალობის დაწყებაა. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასასხივებელ არეზე, დაავადების გავრცელებაზე და სხვა ფაქტორებზე, რაც შესაძლოა მერყეობდეს 1 სხივიდან 40 სხივამდე. სტანდარტულად, სხივური თერაპია მოიცავს კვირაში ხუთ დასხივების დღეს და შემდგომ ორ დასვენების დღეს. თუმცა, არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც დღის მანძილზე ვასხივებთ ორჯერ — აღნიშნული მიდგომა, ასევე, დამოკიდებულია დიაგნოზზე და დაავადების გავრცელებაზე. როგორც ხედავთ, ყველა პაციენტის შემთხვევა ინდივიდუაურია. მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას ვახდენთ თანამედროვე რკომენდაციებზე დაყრდნობით. თუმცა, ყველა პაციენტი განიხილება, როგორც ინდივიდუალური შემთხვევა და ხდება მკურნალობის მიზანმიმართული დაგეგმვა", — მოგვითხრობს ნატალია ჯანყარაშვილი.
დასხივების პროცედურები პაციენტისთვის საკამაოდ მარტივია. თუ 90-იან წლებში დიდი პრობლემა იყო პათოლოგიურ ქსოვილზე დამიზნება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა მილიმეტრული სიზუსტით ვუმკურნალოთ ონკოლოგიურ დაავადებას და ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილები და ორგანოები. მკურნალობის პროცედურა მარტივია — პაციენტს არ გააჩნია დისკომფორტი ან ტკივილი. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სწორედ სხივური თერაპიის დახვეწამ განაპირობა ონკოლოგიურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლა მინიმალური გვერდითი ეფექტით. ხშირად ეს მართვადია და მკურნალობის შემდეგ სრულიად ქრება. ეს ყველაფერი კი ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობით მიიღწევა.
"თოდუას კლინიკაში გვაქვს ამერიკული კომპანიის VARIAN-ის 3 წრფივი ამაჩქარებელი — ორი Truebeam და ერთი EDGE. EDGE მიზანმიმართულად შექმნილია რადიოქირურგიული მკურნალობის ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ერთჯერად ან რამოდენიმეჯერად უზუსტეს მაღალდოზირებულ დასხივებას, როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული რიგი ავთვისებიანი და გარკვეული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, ასევე სხეულის სხვა ადგილებში ონკოლოგიური პროცესის სამართავად. დღევანდელ რადიაციულ ონკოლოგიაში აღნიშნული ტექნოლოგიებით მკურნალობა არის თანამედროვე სიტყვა ონკოლოგიაში. სამედიცინო ცენტრში გვაქვს კიდევ ერთი ინოვაციური აპარატი მაღალდოზირებული ბრაქითერაპიის GammaMedplus iX. მისი საშუალებით ვმკურნალობთ გინეკოლოგიურ და კანის ონკოლოგიურ დაავადებებს. დეპარტამენტში წარმოდგენილი ტექნიკა მრავალფეროვანი შესაძლებლობით ხასიათდება და თამამად შეგვიძლია ყველა მიმართულების ონკოლოგიური პაციენტის დახმარება“, – აცხადებს ნატალია ჯანყარაშვილი.
კორონავირუსის გავრცელების პირობებში, კარანტინის დროს, პაციენტთა დიდ ნაწილს გაუჭირდა კლინიკაში მისვლა ყოველდღიური მომსახურების მისაღებად. ნატალია ჯანყარაშვილი გვიყვება, რამდენად აისახა ეს პერიოდი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
"კარანტინის დაწყების დროს, სპეციალური პროტოკოლები შევქმენით. პროტოკოლი ისეთ პაციენტებთან მუშაობას მოიცავდა, რომლებსაც შესაძლოა დადგენიდან მომავალში CoVid19 (იყვნენ კონტაქტირებული უკვე დადგენილ შემთხვევასთან) ან უკვე დაუდასტურდათ აღნიშნული ინფექცია, თუმცა მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. საბედნიეროდ, პრაქტიკაში ამ მითითებების გამოყენება არ დაგვჭირდა, რადგან ჩვენს კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტირების და მკურნალობის ვადებს. დაგვიანებული კვირები და თვეები შესაძლოა ონკოლოგიური პაციენტისთვის იყოს დამღუპველი. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩვენი კლინიკა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა ონკოლოგიური პაციენტების შეუფერხებელ გადაადგილებას კლინიკის მიმართულებით. ის პაციენტები, რომელთაც თავად გადაწყვიტეს, ონკოლოგთან შეთანხმების გარეშე ბინაზე დარჩენა, კვლევისა თუ მკურნალობის გადავადება, შემდგომში ხშირ შემთხვევაში დაფიქსირდა არასასურველი შედეგი, შეექმნათ სხვადასხვა პრობლემები, დაავადება დაპროგრესირდა და ა.შ. შესაბამისად, ვურჩევ პაციენტებს, რომ მხოლოდ ონკოლოგთან შეთანხმებით მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები" — ამბობს ნატალია ჯანყარაშვილი.
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი ორად გაიყო, გაუქმდა და ისევ გაერთიანდა — ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროების 1.5 წელი
გადახედვა
-
ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული ამ საიტებზე ვერაფერს იყიდი, მაგრამ შეგიძლია თვალიერებით გაიხარო გული
გადახედვა
-
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩიეს
გადახედვა
-
მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს
გადახედვა
-
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
-
ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს ფონ დერ ლაიენმა დააანონსა პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრ. აზიას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს
გადახედვა
-
"მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის? "მქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებზე" — რაზე ესაუბრა ირანი ელჩი აბას არაყჩის?
გადახედვა
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
კომენტარები