ISFED: წინასაარჩევნოდ გამოვავლინეთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მადესკრიდიტირებელი 69 გვერდი
ფოტო: ISFED
სამართლიანმა არჩევნების (ISFED) განცხადებით, წინასაარჩევნოდ სოციალური მედიის მონიტორინგით გამოავლინეს მადესკრიდიტირებელი, ცრუმედია და მხარდამჭერი გვერდები. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი ატარებენ, როგორც სახელისუფლებო, ასევე, ოპოზიციურ მესიჯებს.
ანგარიშის მიხედვით, მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ჯამში, ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც 391 491 წევრი ჰყავთ. მათივე თქმით, ქართულ ოცნებასთან აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369 172 წევრით. სტრატეგია აღმაშენებელს 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20 334-ის ტოლია.
ანგარიშის თანახმად დადგინდა:
- ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;
- მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი;
- ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;
- ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;
- ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
- ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.
ორგანიზაციის ცნობით, დაკვირვების ქვეშ იყო პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.
საანგარიშო პერიოდში, ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდის მიზანი ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ან/და გაღვივებაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე, მმართველი პარტიის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამი) უფრო მაღალია.
"ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნები მჟღავნდება. მათი ძირითადი სამიზნე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. ამასთან, ისინი ეწევიან ევროპული საქართველოსა და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას, გარდა პატრიოტთა ალიანსისა", — აღნიშნავენ ISFED-ში.
მათივე ცნობით, ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე ორგანიზებული და კოორდინირებული კამპანია ნაკლებად შეინიშნება. მსგავს გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია უმეტესად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რისთვისაც დაბალი ხარისხის ფოტომონტაჟები გამოიყენება.
წინასაარჩევნო მონიტორინგიდან ირკვევა, რომ ანონიმური დისკრედიტაციის გვერდების გარდა, დისკრედიტაციას ეწევა ბაკურ სვანიძის მიერ მართული Facebook გვერდების ქსელიც, რომელიც პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილებიც. სამიზნე ქალი პოლიტიკოსები გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები ხშირად იყვნენ. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
საანგარიშო პერიოდისთვის ISFED-მა 10 ცრუ მედია გვერდი გამოავლინა, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცრუ მედია გვერდები საკუთარ პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და Facebook-ის რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ.
დისკრედიტაციისა და პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გამოიყენება Facebook ჯგუფებიც. ჯგუფები, მათში გაერთიანებული მომხმარებლების რაოდენობის გამო, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სწრაფად გავრცელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს და საინფორმაციო სივრცის დაცვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს.
ISFED-ში განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-ზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსაც, როგორებიცაა: Instagram, Telegram, Viber და TikTok.
"აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნევა. კონკრეტულად, საჯარო უწყებების 18-მა გვერდმა გააზიარა პოსტიმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც StopCov ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი #გაიგერაკეთდება, რაც ქართული ოცნების მხარდამჭერ Facebook გვერდს ეხმიანება "რა კეთდება", რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი ქართული ოცნება არის მითითებული", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
კომენტარები