არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობის შესახებ დათქმა — ვინ აწერს ხელს
ფოტო: Coe.int
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ტრანსატლანტიკური კომისიის (TCEI)1 თავმჯდომარემ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გამართა. TCEI1 თავმჯდომარემ და ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, დათქმაზე მიერთებით პოლიტიკური პარტიებსა და კანდიდატებს მიმართა პირობა დადონ, რომ პირდაპირ თუ ირიბად არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს ხელს არ შეუწყობენ.
რასმუსენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფება აწუხებს რუსეთს, ამიტომ, კრემლი მოახლეოებული საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება. მისივე თქმით არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პლატფორმა სწორედ ამიტომ შეიქმნა.
"დათქმა ჯანსაღი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის გლობალური სტანდარტია", — განაცხადა რასმუსენმა.
დათქმის თანახმად, ხელმომწერები პირობას დებენ, რომ:
- არ გაავრცელებენ ცრუ და ყალბ ინფორმაციას/მასალას;
- არ გაავრცელებენ ზიანის მიყენების მიზნით მოპოვებული პირადი ხასიათის აუდიო ან ვიდეო მასალებს და ე.წ. დიფფეიქ ვიდეოებს;
- გამჭვირვალეს გახდიან ბოტური ქსელების გამოყენებით საარჩევნო მასალების გავრცელების პრაქტიკას;
- ყურადღებას დაუთმობენ კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და გამჭვირვალეს გახდიან საარჩევნო კამპანიის ფინანსურ რესურსებს.
დათქმაზე ხელმოწერა, ჯერჯერობით, შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს:
- ქართული ოცნება;
- ევროპული საქართველო;
- ლელო საქართველოსთვის;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- დემოკრატიული მოძრაობა-გაერთიანებული საქართველო.
ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
- ანდერს ფოგ რასმუსენი — ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვისა და დემოკრატიების ალიანსის ფონდის თავმჯდომარე, ნატოს გენერალური მდივანი (2009-2014), დანიის პრემიერ მინისტრი (2001-2009);
- არჩილ თალაკვაძე — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
- ტომას ჰენდრიკ ილვესი — ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის, წევრი, ესტონეთის პრეზიდენტი (2006- 2016);
- ნატალი იარესკო — ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის, წევრი; უკრაინის ფინანსთა მინისტრი (2014-2016).
დათქმის ოფიციალური წარდგენით ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ კანდიდატებს და, აგრეთვე, დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს შეუერთდნენ ინიციატივას და დათქმას ხელი მოაწერონ.
ტრანსატლანტიკური კომისია არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისათვის პოლიტიკოსების მრავალპარტიული ჯგუფია, რომელიც, ასევე, ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მედია სფეროს ლიდერებს აერთიანებს. კომისიის მიზანია გააძლიეროს კოლექტიური ძალისხმევა არჩევნებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილების მიზნით.
კომისიამ დათქმა პირველად წარადგინა დათქმა ევროპული პარლამენტის არჩევნების წინ 2019 წელს, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის ხელმოწერა მოიპოვა. მოგვიანებით კომისიის ინიციატივა წარმატებით განხორციელდა კანადაში 2019 წლის ოქტომბერში, სადაც არჩევნებში მონაწილე სამივე მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი.
ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზედენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელიც კომისიის დამფუძნებელი და ყოფილი წევრია, ასევე, შეუერთდა დათქმას. კომისია ამჟამად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დათქმაზე ხელმოწერის თაობაზე მუშაობს.
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
კომენტარები