ივანიშვილის პოლიტიკა არის უღირსი, არაკომპეტენტური და ქვეყნისათვის მავნებლური — ახვლედიანი
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონში, სოფელ რუხის ციხეში მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობას მიმართა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, არმაზ ახვლედიანმა.
მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკა არის "უღირსი, არაკომპეტენტური და ქვეყნისათვის მავნებლური". ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ამგვარი პოლიტიკა უნდა ჩანაცვლდეს და ის უნდა ჩაანაცვლოს ისეთმა კომპეტენტურმა პოლიტიკოსებმა, როგორიც გიგი უგულავაა, რომელსაც შეუძლია მოუტანოს როგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.
"5 წლის ასაკში მამაჩემი ბათუმში ყოველდღე მიმეორებდა 2-3 ფრაზას. მათ შორის 1 იყო ასეთი — "ქართველისთვის ყველაზე დიდი მეგობარი, ძმა, არის აფხაზი". ახლა აქ, თქვენთან ყოფნისას ვგრძნობ, რომ ყველაზე უფრო ახლოს ვარ ჩემს სამშობლოსთან, აფხაზეთთან. აფხაზეთის გარეშე მე ვერ ვიქნები ბათუმელი. ფრთა მოტეხილი აქვს ჩვენს საქართველოს.
მე მინდა ჯვართამაღლების დღესასწაული მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ჯვრის ტარება საკუთარ თავზე გამარჯვებას ნიშნავს. მე მჯერა, რომ არსებობს შერიგების უზენაესი კულტურა, შერიგების კულტურა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, კვლავ შეგვარიგებს. აქედან მინდა ვუთხრა ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზეთში დარჩენილებს — ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს, ყველა წყენის, ყველა ტკივილის მიუხედავად, რადგან ამ წყენაზე მეტია ჩვენი წარსული და რაც მთავარია, ჩვენი მომავალი.
მე მინდა ყველას გითხრათ მადლობა, რომ შეიკრიბეთ ამ დღეს, როდესაც ჩვენი საამაყო ეროვნული დროშა დაშვებულია, რადგან ეს დროშა აღარ დაეშვას არასდროს; რომ ჩვენი დროშა იყოს ყოველთვის ამაყად მოფრიალე. ამას სჭირდება სამართლიანი საქართველო, დემოკრატიული საქართველო. რეალური თვითმმართველობა აქ და ყველგან ქვეყანაში. ამას სჭირდება წესიერი, გამართული პარლამენტი, რომელიც ვერ იქნება ასეთი, თუ იქ არ შევიდა თუნდაც რაღაც ნაწილი წესიერი, გამართული, საკუთარ და სხვათა შეცდომებზე მოფიქრალი ადამიანებისა.
მე მიხარია, რომ ზუგდიდელებს ახლა უწევთ არჩევანის გაკეთება, სწორედ ასეთი ადამიანის სასარგებლოდ. გიგი უგულავა, ისევე როგორც საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე მყოფი ნებისმიერი სხვა, დიდი მასშტაბური პოლიტიკოსი, იმით გამოირჩევა, რომ საკუთარ და სხვათა შეცდომებზე ფიქრობს, აანალიზებს და ხვდება, რომ ამ შეცდომების გაანალიზების გარეშე შეუძლებელია გამარჯვება. როცა ამ გამარჯვებას საფუძვლად უდევს ნებისმიერი ადამიანის, ყველაზე უღირსი ოპონენტის ადამიანური ღირსების გათვალისწინებაც, ეს ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად გაიმარჯვებ; გაიმარჯვებ იმიტომ, რომ ამ გამარჯვებას ასულდგმულებს უმთავრესი რამ — ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ნება. ჩვენი ხალხის ნება კი ასეთია — უნდა დასრულდეს ანომალიური ექსპერიმენტების ეპოქა საქართველოში; უნდა დასრულდეს ივანიშვილიზმი, რაც თავისთავად ანომალიაა, მაგრამ ის აღარასდროს არ უნდა განმეორდეს.
მე იმიტომ ვუჭერ მხარს გიგი უგულავას მსგავს პოლიტიკოსებს, რომ დასრულდეს დღეს ივანიშვილის მმართველობა, მაგრამ აღარასდროს აღარ გამეორდეს ივანიშვილიზმი. ივანიშვილიზმი, როგორც ქვეყნის მოხრჩობის, ადამიანის უფლებების დარღვევის, აფხაზეთზე არ ფიქრის და აქ კრემლის ინტერესების განხორციელების სიმბოლო. ამიტომაც, ძვირფასო მეგობრებო, მე მოგიწოდებთ, რომ არჩევანი გავაკეთოთ სინდისის ხმის მიხედვით. ეს არჩევანი იქნება, რა თქმა უნდა, სამართლიანი საქართველოს, სამართლიანი ზუგდიდის, აქ სამართლიანი მმართველობის, ადამიანზე ორიენტირებული. და არა ისეთი, რომელიც გვაქვს წლიდან წლამდე, როცა ადამიანი უყურებს პოლიტიკურ რეკლამას და ხვდება, რომ იტყუებიან, ცრუობენ. ეს არის ფარსი და ამ ფარსიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან ერთად, ვინც ერთი მხრივ, კარგად იცის, რას ნიშნავს შეცდომა და ამ შეცდომის გათვალისწინება და ვინც ხვდება, რომ საქართველო აწეული დროშა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გაიმარჯვებს საკუთარ თავზე და ეყოლება გამარჯვებული, ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება.
მე გთავაზობთ, გავაკეთოთ არჩევანი სწორედ ასეთი გუნდის სასარგებლოდ და ერთი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსის სასარგებლოდ, რომელმაც ივანიშვილის ათასგვარი ხრიკებისგან მოახერხა ის, რომ არ გატყდა და დღესაც მედგრად სთავაზობს ზუგდიდელებს არჩევანს უკეთესი საქართველოს სასარგებლოდ. მე მინდა წარმოგიდგინოთ გიგი უგულავა და ვუსურვო მას საქართველოსთან, ზუგდიდთან ერთად დიდი გამარჯვება", — განაცხადა არმაზ ახვლედიანი.
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები