გაკეთებული საქმეებისათვის არ უნდა მოვითხოვოთ მადლობა, გაფუჭებულისათვის აუცილებლად მოვიხადოთ ბოდიში — უგულავა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებს შეხვდა.
გიგი უგულავას თქმით, ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, ვალდებულებათა ბარათი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც იღებს გუნდი და რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს და წაიყვანს წინ.
უგულავამ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ის უნდა შეცვალოს ევროპულმა, მრავალპარტიულმა კოალიციამ, რომელიც იხედება წინ, მომავლისაკენ.
"ივანიშვილთან ერთად, საქართველოში დამთავრდება ერთპარტიული და ერთპიროვნული მართვა, არ შეიძლება, რომ ქვეყანა ერთ კაცზე და მის ხუშტურებზე ეკიდოს. საქართველოში ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული მეგატრონების ეპოქა დასრულდება და ყველა ვინც ამას აღუდგება, საკუთარი ოცნების ნამსხვრევებში აღმოჩნდება. ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, ის 41 შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის ის 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს, აღარ უნდა არც ჭაობი და აღარც წარსული, ვისაც ეკონომიკის განვითარება სურს და იყურება მომავლისაკენ, შემოხაზავს 2-ს, რადგან სწორედ ევროპული საქართველოა ის კომპასი ცვლილებების, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ ეკონომიკური კატასტროფისაგან, სადაც ივანიშვილის ოცნებამ მიგვიყვანა.
თუკი გვსურს, რომ 100 000-ით მეტი ადამიანი დასაქმდეს, თითოეულ ოჯახს მეტი ფული ჰქონდეს და დამატებით 2 000 ლარი გაუჩნდეს, სიღარიბე შემცირდეს და 80 000 ბავშვი არ შიმშილობდეს, ხოლო პენსიონერს წამლის და საკვების უპრობლემოდ შეძენის საშუალება ჰქონდეს, მაშინ ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დავუსვათ კითხვა, თუ რას გააკეთებს ამის მისაღწევად. მე გეტყვით თუ რას ვიზამთ ჩვენ, ევროპული საქართველო, რას ვაპირებთ ამ მძიმე პრობლემების გადასაჭრელად", — განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმა ასეთია:
- მკვეთრად დაიწევა გადასახადები, საშემოსავლო, მოგების, ქონების, დღგ-ის, აქციზის გადასახადი;
- მკვეთრად დაიწევა ბიუროკრატიული და სამთავრობო ხარჯები;
- მთავრობის ხელში არსებული ქონება, მიწები, საწარმოები გახდება კერძო საკუთრება;
- გაუქმდება ოცნების მოგონილი ყველა უაზრო რეგულაცია;
- მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით ისეთ სავაჭრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც წაახალისებს ექსპორტს და მეტი ფულის შემოსვლას ქვეყანაში. ასეთია ანაკლიის პორტი და ქუთაისის სატვირთო ტერმინალი;
- დაგროვებითი საპენსიო ფონდი გახდება ნებაყოფლობითი;
- ინვესტიციები იქნება დაცული კერძო საერთაშორისო არბიტრაჟით და დამოუკიდებელი სასამართლოთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები, ხოლო ზედა ინსტანციაში ამერიკელი მოსამართლეები იქნებიან.
"ეს არ არის დაპირება და არა უბრალო სიტყვები, ეს არის ხელშეკრულება ხალხთან, რომელსაც მე აქ, თქვენს წინაშე, დემონსტრაციულად მოვაწერ ხელს, როგორც პირობას ჩვენი ვალდებულებისა გამარჯვების შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების ნაწილი რჩება თქვენთან, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენთან, რადგან ჩვენ ამას ვიღებთ როგორც ვალდებულებას და არა როგორც საარჩევნო დაპირებას.
ამრიგად, მეტი ფული და თავისუფლება ექნება ხალხს და ნაკლები ჩაგვრის რესურსი და კონტროლი მთავრობას და ეს მხოლოდ ნაწილია, თუმცა ამ ნაწილის გარეშე ვერაფერი გამოვა და დავრჩებით იგივე ჭაობში, თუკი არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა", — განაცხადა გიგი უგულავამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები