გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ეხმაურება
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეს არის უპრეცედენტო რეზოლუცია, რომელიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული. კანდელაკის თქმით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ის, რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, აღარ მოხდეს წელს.
"მინდა, პირველ რიგში, გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლანეტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის ქართული ოცნების ქება და ხოტბა. ალბათ ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც ქართული ოცნების მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია ქართული ოცნების მთავრობის საქმიანობით. არ ვიცი, დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია", — აცხადებს კანდელაკი.
კანდელაკისვე თქმით, მას არ ახსოვს, ქართული ოცნების და მთავრობის ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ "ეს შეფასებები რეზოლუციაში მოხდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას გამოხატავს. ამ რეზოლუციას მათ შორის ხმა მისცეს ევროპარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც ხშირად ციტირებენ ქართულ ოცნებაში, ბატონმა სანჩესმა, ქალბატონმა კალურანდმა და მათაც მხარი დაუჭირეს ამ მკაფიო და ძალიან კრიტიკულ ფორმულირებას".
კანდელადი აჯამებს ის საკითხებს, რომლებზეც რეზოლუციაშია საუბარი: "რეზოლუციაში პირდაპირ წერია, თუ რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის არგამოძიება — არავის არ დავიწყებია კორცხელის თემა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად. ასევე, ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმის, გიორგი რურუას საქმის გადაწყვეტაზე და მის განთავისუფლებაზე, რადგან იმავე მუხლში შექებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალება, როგორც 8 მარტის შეთანხმების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯი. ასევე საუბარია Facebook-ის მიერ ქართული ოცნების ასობით გვერდის გაუქმებაზე და მოწოდება არის, რომ ასეთი ბინძური პროპაგანდა სხვადასხვა პარტიის მიმართ აღარ იყოს გამოყენებული. ეს არის ხოტბა?"
კანდელაკი თალაკვაძეს და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს ურჩევს, რომ კარგად წაიკითხონ ტექსტი და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები: "ასეთი მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია ევროპარლამეტისა მე არ მახსოვს. ერთი სიტყვით, ხმათა დიდი უმრავლესობით მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტნიორებიც და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, მზად არის და მომწიფებულია საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებისათვის. სხვა შემთხვევაში, ასეთი მკაფიო ტექსტი არ იქნებოდა", — აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები