ბრიტანეთის საელჩო თბილისში აკვირდება კავკასუს ონლაინის საქმეს — ვენდი მორტონი
ფოტო: კავკასუს ონლაინი
ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, პარლამენტარმა კეტრინ უესტმა მის კოლეგას და სახელმწიფო მინისტრს, ვენდი მორტონს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაუსვა კითხვა, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანია კავკასუს ონლაინის ახალ ინვესტორებს ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს საექსპორტო დაფინანსება 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა. გამართული დებატი სწორედ ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ დახმარებებს ეხებოდა.
დებატების ერთ-ერთმა მონაწილემ, ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: "დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის".
ვენდი მორტონმა კიდევ ერთ დახმარებაზე, საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა ტვიტერზე. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გამოყოფილი თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება: "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია".
ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე პარლამენტარმა კეტრინ უესტმა (ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან) კითხვა დაუსვა ვენდი მორტონს (ბრიტანეთის პარლამენტის წევრი კონსერვატორებისგან): ლეიბორისტი პარლამენტარი დაინტერესდა, იცოდა თუ არა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ სატელეკომუნიკაციო კომპანია კავკასუს ონლაინის ინვესტორების მიმართ და იქონიებდა თუ არა გავლენას მსგავსი პრეცედენტები ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებებზე საქართველოსთვის დახმარებების გამოყოფის დროს.
ფოტო: კავკასუს ონლაინი
"რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფონდის თანხები, რომელსაც ბრიტანეთი განკარგავს, საქართველოში კონცენტრირებული იყოს (ა) კორუფციასთან ბრძოლაზე; (ბ) საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაზე; და ფლობთ თუ არა ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს უცხოელი ინვესტორების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ფოთის პორტის პროექტსა და კავკასუს ონლაინის გასხვისებასთან დაკავშირებით", — იკითხა კეტრინ უესტმა.
ამ კითხვას ვენდი მორტონმა შემდეგნაირი პასუხი გასცა: "ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ არსებული ფონდი (GGF) საქართველოში ორიენტირებულია სახელმწიფოს მართვის სისტემების რეფორმირებასა და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია ინსტიტუციონალური ხარვეზების გამოსწორება და კორუფციასთან ბრძოლა. ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დიალოგს, საქმიანი გარემოს გასაუმჯობესებლად.
"GGF-ის პროგრამის გუნდი თბილისშიც და ლონდონშიც ხელმძღვანელობენ ტენდერებისა და მონიტორინგის ძალიან სანდო მეთოდებით, რათა უზრუნველყონ ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების შესაბამისობა GGF-ის პრიორიტეტებთან.
"ბრიტანეთის საელჩო თბილისში კარგად იცნობს ანაკლიის პორტის და კავკასუს ონლაინის საქმეებს და მომავალშიც დააკვირდება მოვლენების განვითარებას".
როგორც კავკასუს ონლაინში აღნიშნავენ, NEQSOL ჰოლდინგმა 2019 წელს კომპანია 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი გადაიხადა. მათივე თქმით, სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა "საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია".
"კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც კავკასუსისთვის მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.კავკასუს ონლაინმა მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა. მარეგულირებელმა ორგანომ ის რამდენჯერმე, მათ შორის უკვე 3-ჯერ მაქსიმალური სანქციით, 270 000 ლარით დააჯარიმა", — აღნიშნავენ კომპანიაში.
კავკასუს ონლაინის წარმომადგენელთა თქმით, კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს, პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს: "კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ კავკასუს ონლაინსა და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს".
"ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, კავკასუს ონლაინისთვის შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო", — აცხადებენ კომპანიაში, — "პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო და ასევე დაჩქარებული წესით მოჰყვა ამ ყველაფერს უმკაცრესი შეფასებები საერთაშორისო დონეზე. მაღალი რანგის დიპლომატები პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის გაცხადებული ზეწოლა ბიზნესზე, რაც ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს ზიანს აყენებს".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები