ევროპარლამენტარების განცხადებებში ჩანს ინტერესი, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად — კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებებში ნათლად ჩანს მზაობა და ინტერესი იმაზე, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და ყველანაირი დარღვევის გარეშე.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება იგივე მეთოდების გამოყენებას არჩევნებზე, რასაც ის წინა არჩევნებზე იყენებდა, ამას ექნება მკაფიო პასუხი როგორც ქართული საზოგადოების, ისე უცხოელი პარტნიორების მხრიდან.
"ინტერესი საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან დიდია და ეს დებატებიც და დოკუმენტიც ამაზე მეტყველებს, ისევე როგორც განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს. მათი ჩართულობა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ზოგადად მოწოდება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, ღია, გამჭირვალე, ძალადობისგან დაცლილი, რომ იყოს გარემო, სადაც მოსყიდვა არ ხდება, ეს ყველა პუნქტი არის ასახული ამ გადაწყვეტილებაში და ამ დისკუსიის ფარგლებში ამაზე იყო სწორედ საუბარი. ჩვენ ასევე ვნახეთ ქალბატონ ფონ კრამონის განცხადება, თუ როგორი საფრთხის შემცველია დიდი რესურსის მქონე მილიარდერის მხრიდან მართვა ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან იმისათვის, რომ საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები და ხელისუფლება შეიცვალოს, რათა ის პრობლემები, რომლებიც ახლდა წინა საარჩევნო სისტემას, რაც უკავშირდებოდა ძალადობას და სხვა ასეთ კანონდარღვევებს, აღარ იყოს მომავალში", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება იგივე მეთოდების გამოყენებას არჩევნებზე, რასაც ის წინა არჩევნებზე იყენებდა, ამას ექნება მკაფიო პასუხი როგორც ქართული საზოგადოების, ისე უცხოელი პარტნიორების მხრიდან.
"ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩართულობა ძალიან მაღალია, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები ამ არჩევნებზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი ხრიკი, რაც ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე და ის საბოლოოდ დამარცხდება ძალიან მწარედ. თუკი ივანიშვილი ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომელსაც თან ახლდება ძალადობა, მოსყიდვა და სხვა მძიმე კანონდარღვევები, როგორც ეს წინა არჩევნების დროს იყო და მოიტანს ისეთ შედეგს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის რეალურ ნებას, ასეთ შემთხვევაში ამას შესაბამისი რეაგირება ექნება როგორც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან", — განაცხადა სერგი კაპანაძემ,
სერგი კაპანაძე ასევე გამოეხმაურა ესპანელი ევროპარლამენტარის, ნაჩო სანჩესის განცხადებას, სადაც მან ოპოზიციის წარმომადგენლები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა არც საკონსტიტუციო და არც საარჩევნო ცვლილებების განხილვაში.
"ბატონი სანჩესი ცნობილია თავისი მხარდამჭერი განცხადებებით ქართული ოცნების მიმართ, ხოლო ის რომ არის სრულ უმცირესობაში, ეს ნათლად ჩანს გამომდინარე იქედან, თუ რა განცხადებებს აკეთებენ სხვა მისი კოლეგები. ბატონი სანჩესი როგორც ჩანს მეგობრობს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და ამ განცხადებებს მათ საამებლად აკეთებს", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, ეს ევროპარლამენტარი გამოირჩევა ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებებით და როგორც კაპანაძემ აღნიშნა, სანჩესი ამას ქართული ოცნების წარმომადგენლების საამებლად აკეთებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები