კომპანია Singular ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming კონკურსის გამარჯვებულია
ფოტო: singular
კომპანია Singular-მა 2020 წელს ესტონეთში, ქალაქ ტალინში გამართულ ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming სფეროს (BSG) კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში "სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი".
BSG Awards-ის საზეიმო ცერემონიალი ტრადიციულად MARE ბალტიის ქვეყნების iGaming სამიტის ფარგლებში იმართება. წელს აღნიშნული ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ნომინაციაზე "სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი" წარდგენილ იქნა 50-მდე საერთაშორისო მოწინავე კომპანია, რომელთა შორის ფინალში მხოლოდ 6 გავიდა.
ღონისძიებაში მონაწილე კანდიდატების შეფასებისას აქცენტი გაკეთდა მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციურობასა და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიის მოქნილობაზე.
2019 წელს Singular-მა მისი სპორტსბეთინგ პლატფორმის მეოთხე თაობის რელიზი გააკეთა, რომელსაც ანალოგებისაგან გამოარჩევს უნიკალური ფუნქციონალი მოთამაშეების UX-ის პერსონალიზაციისათვის. პლატფორმაში ასევე დანერგილია რისკების მართვის უპრეცედენტოდ მძლავრი სისტემა, რომელმაც Singular-ს ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია მოუტანა.
ახალმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ Singular-ს ხელი შეუწყო ლიდერის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებაში. შედეგად, კომპანია წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალ საერთაშორისო ბაზარზე შედის. დამატებითი დეტალები მოცემული ბრენდების გაშვებისთანავე გახდება ცნობილი.
"სინგულარი მისი ხედვით წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე. ჩვენი მიზანია პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის ძალისხმევითა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს მივაწოდოთ მოქნილი და სტაბილური iGaming პლატფორმა. ჩვენი გამარჯვება BSG AWARDS-ზე ნომინაციაში "სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი", ადასტურებს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ", — განაცხადა Singular-ის CEO-მ, გიორგი შამუგიამ.
ეს გახლავთ Singular-ის კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 2019 წელს მალტაზე გამართული მსოფლიოში უმსხვილესი iGaming კონკურსის SiGMA-ს ფარგლებში ნომინაციაში "წლის Omni-channel პროვაიდერი" გამარჯვების შემდეგ. ის, რაც 10 წლის წინ თბილისის ერთ პატარა ოფისში 6-კაციანი გუნდით დაიწყო, საერთაშორისო წარმატებად იქცა — დღეს Singular-ს საქართველოში, მალტასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში 3 ოფისი და კლიენტების გლობალური პორტფელი აქვს 4 კონტინენტის 10-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებ-გვერდზე: www.singular.uk
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
კომენტარები